ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ყველას (ყველაფრის) გაგება, ყველაფრის პატიებას ნიშნავს“ — ეს ფრაზა ბევრ ჩვენგანს ცხოვრების კრედოდ აქვს ქცეული. მაგრამ სიღრმისეული ფსიქოლოგია (იუნგი, ფრომი) გვაფრთხილებს: როცა შენ ყველას „უგებ“ — საკუთარ თავს ღალატობ.
ხშირად, ჩვენი „სიკეთე“ სინამდვილეში შენიღბული ნევროზი, „მხსნელის კომპლექსი“ და საზღვრების არქონაა. სად გადის ზღვარი ემპათიასა და თვითგანადგურებას შორის?
დღეს პატრეონზე, ჩვენს აკადემიურ სექციაში, განვიხილავთ თემას: „ტოქსიკური ემპათია“.
ეს არის ვრცელი, ფსიქო-ანალიტიკური ნაშრომი, სადაც გავარჩევთ:
* რატომ ვხდებით „უფასო ადვოკატები“ მოძალადეებისთვის.
* „კარპმანის სამკუთხედს“ — სისტემას, რომელიც გვანგრევს.
და რაც მთავარია — „ჩრდილის სამუშაოს“: პრაქტიკულ სავარჯიშოს, როგორ დავიბრუნოთ დაკარგული „მე“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ალბათ არც ერთ ჩვენგანს არ ეძინა დღეს ღამე...“ - მაკა რაზმაძე რუსუდან ჩხაიძეს ემშვიდობება