„იუთუბის“ ერთ-ერთ არხზე, რომელსაც „ჩერის სივრცე“ ჰქვია, სტუმრად ციფრული მარკეტერი, ლექტორი, City mall-ის და „პეტრა ჯგუფის“ ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი ირაკლი ქართველიშვილი იმყოფებოდა.
სპეციალისტმა ილაპარაკა სხვადასხვა მოწყობილობის ფუნქციაზე, რომელთაც ინფორმაციის მოსმენა შეუძლიათ. ირაკლი ქართველიშვილი ხსნის, რატომ გვხვდება რეკლამები ზუსტად იმ თემაზე, რაზედაც ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით:
„გისმენენ აბსოლუტურად ყველა მოწყობილობიდან.
აქ, რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ სახელმწიფო სტრუქტურებს. ეს სტრუქტურები რას აკეთებენ მე არ ვიცი, მაგრამ „გუგლი“, „ფეისბუკი“ და ა.შ. ისინი უსმენენ ულტრაბგერებს. აქვთ ამ ყველაფრის მიმღებლობა, როდესაც შენ საუბრობ. შეუძლიათ დაიჭირონ ეს ბგერები.
ნებისმიერი რაღაც რაც ხმას იწერს, ავტომატურად ისმენს ამ ულტრაბგერებს. ახალი მტვერსასრუტები, რომლებიც დადიან და გელაპარაკებიან, ეგენიც კი. პირად ცხოვრებას კი არ გაგისაჯაროებს, უბრალოდ, რაზედაც ხშირად ლაპარაკობ, ძირითადად უცხოურ სიტყვებს აღიქვამს. ერთი, საათი საათ-ნახევარი სჭირდება ამ ინფორმაციის გადამუშავებას, შემდეგ კი „სქროლვისას“ აუცილებლად შეგხვდება.
ერთხელ sony-ის მაღაზიაში ვიყავი, საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია, უბრალოდ ვათვალიერებდი. ორი წუთი გავიდა და „სონის“ რეკლამა შემხვდა. ჩემი აზრით, ეს ადამიანებისთვის კარგია, რადგან ცხოვრებას გიმარტივებს“, - აღნიშნა ირაკლი ქართველიშვილმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზურა ბერიკაშვილი დღეს, 16 თებერვალს 57 წლის გახდებოდა
⭕„2026 წლის 17 თებერვალი - ეს არის ბედისწერის „სტარტის გასროლა“ - რას წერეს თამუნა იოსელიანი