უმეტესად კათოლიკურ ქვეყნებში ყველა წმინდანის დღის წინა, 31 ოქტომბრის ღამეს წლის ყველაზე მისტიკურ დღესასწაულს – „ჰელოუინს“ აღნიშნავენ.
როგორია ჰელოუინის ისტორია - საკითხზე გადაცემაში „შუადღე“ ნინი ნაცვლიშვილმა ისაუბრა.
„ჰელოუინის ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ძველად ადამიანები წელიწადის დროებს ორ ნაწილად ყოფდნენ - ზამთარი და ზაფხული. 31 ოქტომბერი იყო გარდამტეხი პერიოდი, როდესაც ახალი წელიწადი იწყებოდა. კელტების რწმენით ორ სამყაროს შორის ამ ღამეს ქრებოდა ზღვარი, ცოცხლებსა და გარდაცვლილებს შორის. იმქვეყნიური სამყაროდან ადამიანები ბრუნდებოდნენ დედამიწაზე და ადამიანებს ეშინოდათ მოჩვენებების მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ. ამიტომ მთელი ღამის განმავლობაში სახლში აქრობდნენ შუქს და ცხოველის ტყავს იცვამდნენ“, - აღნიშნა ნინი ნაცვლიშვილმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რას გულისხმობს ორსულთა რინიტი და რას წარმოადგენს ორსულთა ქავილი? - ექიმის რჩევები