Digest Logo

იცოდით, რომ Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ შექმნა?

1771959392
სალვადორ დალი

ცოტამ თუ იცის, რომ ცნობილი ესპანელი მხატვარი, სალვადორ დალი, სიურრეალისტური ნახატების გარდა, მსხვილი კომპანიებისთვის მარკეტინგულ დიზაინს ქმნიდა და ერთ-ერთი ასეთი კომპანია Chupa Chups-ია.

ენრიკ ბერნატის მიერ 1950 წელს დაარსებული ესპანური კომპანია ყოველდღიურად დაახლოებით, 12 მილიონ საწუწნ კანფეტს აწარმოებს, რომელიც 108 ქვეყანაში იყიდება.

სალვადორ დალი და Chupa Chups

1950 წელს, კონდიტერ ხოსეპ ბერნატის შვილიშვილმა, ენრიკ ბერნატმა, ოჯახური ბიზნესის გაგრძელება გადაწყვიტა. 26 წლის ასაკში მან ბარსელონელი კონდიტერების ქალიშვილთან, ნურია სერასთან ერთად კომპანია Productos Bernat დააარსა. 1958 წელს, ბერნატმა ფრანგულ საკონსულტაციო სააგენტოს ადამიანების ტკბილეულისადმი ჩვევების შესწავლა დაავალა.

კვლევის დასკვნაში ეწერა, რომ ტკბილეულის მომხმარებელთა 67% 16 წლამდე ასაკის იყო. ბავშვებს პირიდან კანფეტის ამოღებისას ხელები ესვრებოდათ, რაც პრობლემებს ქმნიდა. ბერნატმა სწორედ მაშინ გადაწყვიტა ჯოხზე წამოცმული კანფეტების წარმოება, რომლებიც 1924 წელს ამერიკულმა კომპანია Akron Candy-მ Dum-Dums-ის სახელით გამოიგონა. აღსანიშნავია, რომ კანფეტები დღემდე იწარმოება.

1958 წელს დაიწყო კანფეტების გაყიდვა სახელწოდებით „ Chupar“ (Chupar ესპ. წუწვნა). პირველი სარეკლამო კამპანიის დროს, რადიოს დიქტორმა სახელი შემთხვევით გაიმეორეს, რის შედეგადაც რაღაც „Chupa... Chups!“-ის მსგავსი გამოვიდა. ახალი სახელი ვირუსულად გავრცელდა. 1961 წელს კომპანიამ ამ ტენდენციაზე ადაპტირება მოახდინა და სახელი „Chups“-ი „Chupa-Chups“-მა შეცვალა. იმ დროს, ლოგო კაშკაშა ყვითელ ფონზე შავი და წითელი სიტყვებისგან შედგებოდა.

1960-იან წლებში Chupa Chups-მა ესპანეთში უდიდესი წარმატება მოიპოვა. შემდეგი ნაბიჯი საერთაშორისო გაყიდვები იყო, თუმცა, ახალი მომხმარებლების მოსაზიდად დამატებითი ღონისძიებები იყო საჭირო.

სალვადორ დალის დიზაინი

1969 წელს ენრიკ ბერნატი ფიგერესში (ჟირონა) გაემგზავრა, რათა სალვადორ დალისთვის, რომელიც იმ დროს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო, ლოგოს რედიზაინი შეეკვეთა.

დალიმ ბერნატის წინადადება მილიონი დოლარის სანაცვლოდ მიიღო. მხატვარი ერთი წამით დაფიქრდა და მაშინვე ქაღალდის ხელსახოცზე გვირილის ფორმის ესკიზის გაკეთება დაიწყო, შემდეგ კი დასახელება „Chupa Chups" გვირილაში ჩასვა.

ცნობილ მხატვარს ლოგოს შექმნისთვის ერთ საათზე ნაკლები დრო დასჭირდა.

მიუხედავად იმისა, რომ „Chupa Chups"-ის წარმოება ამჟამად სხვა კომპანიის ხელშია, დალის ლოგოტიპი დღემდე უცვლელი რჩება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საოცარი გოგო“ - რა კადრებს აქვეყნებს გვანცა დარასელია

⭕„რთულია პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი იყო“ - ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

🎥 „ზედმეტად გადაყოლა ბავშვზე შეიძლება იყოს, დამცირების ტრავმა...“ - როგორ ამოვიცნოთ ტრავმები: თათა გიორგობიანი

წყარო: funtime.ge