Digest Logo

„ტურნეს დროს მის გარეშე ძილიც კი მიჭირს“ 20-წლიანი სიყვარულის ისტორია, „კავეენი“ და ომი რუსეთის იმპერიასთან - ვოლოდიმირ ზელენსკის პორტრეტი

1674636600
ვოლოდიმირ ზელენსკი

„არ მინდა თქვენს კაბინეტებში, ან შტაბის შესასვლელებში ჩემი პორტრეტი ეკიდოს. პრეზიდენტი არ არის ხატი და კუმირი. ჩამოკიდეთ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების მიღების წინ მათ თვალებში შეხედეთ“, - ეს შოუმენის, „კვნ-ს“ წევრისა და ხალხის რჩეულის, უკრაინის პრეზიდენტის - ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებია, რომელიც ახლა დიდი განსაცდელის წინაშე დგას.

👉„ისევ ის ბიჭია, რომელსაც 17 წლის ასაკში შევხვდი“ - ოლენა ზელენსკას ემოციური მილოცვა ქმარს

დიახ, 24 თებერვალს გამთენიისას რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ზელენსკიმ მოქალაქეებს ბრძოლისკენ მოუწოდა.

„მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვისაც ძალა შესწევს დაიცვას უკრაინა! სამშობლო ყველამ უნდა დავიცვათ“.

დღეს სწორედ მასზე გიამბობთ, თუ რა გზა გაიარა შოუმენობიდან პრეზიდენტობამდე.

1978 წელი 25 იანვარი... უკრაინაში, ქალაქ კრივოი-როგში ბიჭი დაიბადა, რომელსაც ვოლოდიმირი დაარქვეს...

ვინ იფიქრებდა, რომ ამ პატარა ბიჭს მომავალში დიდ ომში ჩაბმა და რუსეთის იმპერიასთან ბრძოლა მოუწევდა...

შოუბიზნესი

17 წლის ასაკში ზელენსკი შეუერთდა ადგილობრივ „კავეენს“ და მოგვიანებით მიიწვიეს უკრაინულ გუნდ „ზაპოროჟია-კრივოი-როგ ტრანზიტში“, რომელმაც მონაწილეობა მიიღო „კავეენის“ უმაღლეს ლიგაში და 1997 წელს გუნდმა გამარჯვებაც მოახერხა.

ამავე წელს მან შექმნა გუნდი „კვარტალ 95“, რომელიც მონაწილეობდა „კავეენის“ უმაღლეს ლიგაში. გუნდი დროს ძირითადად მოსკოვში ატარებდა და ძირითადად დადიოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გარშემო.

2003 წელს გუნდმა დაიწყო შოუების შექმნა უკრაინული ტელეარხ „1+1-სთვის“ და 2005 წელს გადაინაცვლა ტელევიზია „Inter-ში“.

„კავეენი“ დამეხმარა პროვინციული კომპლექსის მოშორებაში. მივხვდი, რომ პატარა ქალაქებიდან ხალხიც კი შეიძლება დიდ სცენაზე ასვლა. უფრო მეტიც, „კავეენი“ ჰგავს პირველ სიყვარულს: როდესაც ახალგაზრდული მაქსიმალიზმი გადის, მხოლოდ კარგი რამ ახსენდებათ. „კავეენის“ წყალობით, დავკარგე პროფესია (ზელენსკი პროფესიით იურისტია) მაგრამ ოჯახი, მეგობრები და სამსახური მივიღე. სხვათა შორის, „კვარტალის“ თითქმის ყველა მონაწილე, რომელთა სახეებს ახლა ტელევიზორში ვხედავთ, „კავეენის“ დღიდან ერთად არიან.

ვოლოდიმირ და ოლენა ზელენსკები

2003 წლის სექტემბერში ზელენსკი დაქორწინდა ოლენა ზელენსკაზე (კიაშკო). ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ.

წყვილს პირველი ქალიშვილი ალექსანდრა, 2004 წლის ივლისში შეეძინა. მეორე შვილი, კირილო 2013 წლის იანვარში დაიბადა.

ზელენსკის ქონება 2018 წელს დაახლოებით 37 მილიონი გრივნას (დაახლოებით 1,5 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენდა.

ვოლოდიმირი ცოლის მიმართ გრძნობებს საჯაროდ ხშირად გამოხატავს - მან აღნიშნა, რომ ტურნეს დროს მის გარეშე ძილიც კი უჭირს.

ერთად უკვე 20 წელზე მეტია ცხოვრობენ და განსხვავებული ხასიათების მიუხედავად, არაჩვეულებრივად გრძნობენ თავს.

მშობლები

ზელენსკი მშობლებს ხშირად სახალხოდ უტყდება სიყვარულში. ის კრივოი-როგში, მშობლების უბრალო ბინაში გადაღებულ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს ხოლმე.

„დედა! მამა! მიყვარხართ!“ - ერთხელ ასეთი წარწერით გამოაქვეყნა ფოტო.

ზელენსკის მშობლები კრივოი-როგში ცხოვრობენ, თუმცა შვილმა არაერთხელ შესთავაზა მათ კიევში გადასვლა.

უკრაინის პრეზიდენტის მამა, ალექსანდრე ზელენსკია, დედა - რიმა ზელენსკი.

მამა ცნობილი პროფესორია, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

1995 წლიდან კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის ინფორმატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების გამგედ მუშაობს. არის მრავალი სამეცნიერო სტატიისა და პუბლიკაციის ავტორი.

როგორც ჟურნალისტები ამბობენ, ბინაში სადაც ზელენსკის მშობლები ცხოვრობენ ძვირად ღირებული რემონტი არ არის, მაგრამ სამაგიეროს „95-ე კვარტალის“ უამრავი პლაკატია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ინსტიტუტში ნაპოვნი სიყვარული, „საქმის გარჩევა“ სყავრელი ქალის გამო, მოულოდნელი განშორება და ზურა ყიფშიძის „მამობა“ - ეროსი მანჯგალაძის ამბავი სიყვარულისა

🔵„ჯანსუღი არ მოსწონდათ სასიძოდ, გარეგნულად იწუნებდნენ“, 3-წლიანი ცოლად მოყვანის მცდელობა და გაპარვა - ჯანსუღ კახიძის ამბავი სიყვარულისა

🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა

🔵VIDEO: „ნათიას ოჯახში რომ მივედი პირველი რაც თქვეს იყო ის, რომ კარგია რაჭველი ხარ-ო...“ - ზურას ამბავი სიყვარულისა

🔵„იქ მივხვდით, რომ მე ვიყავი მე და ის იყო ის...“ 1-წ­ლი­ა­ნი დაშორება და ქორწინება - თინას ამბავი სიყვარულისა