Digest Logo

მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს - „უფლება არ გაქვთ მარტის 20 რიცხვამდე გაჩერდეთ“

1646040144
მიხეილ ცაგარელი

„გვაქვს 5 გეომაგნიტური დღე, რაც წნევის სწრაფ ცვალებადობას ნიშნავს. ოთხი დღე ზედიზედ: დღეს, ხვალ, ზეგ და მაზეგ და მერე კვირას აუცილებლად იქნება წნევის ცვალებადობა, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილაში“ განაცხადა და ზოდიაქოს ყველა ნიშანი მიმდინარე კვირაში მოსალოდნელ ტენდენციებზე გააფრთხილა.

ვერძი -  ენერგოტონუსი აქვთ ძალიან დაბალი, წლის განმავლობაში თითქმის ყველაზე დაბალი. ამიტომ, ადვილად იღლება და აქვს ენერგიის დეფიციტი. ემოციური გაღიზიანება აქვს მაღალი, ამიტომ ვთხოვ, ცოტა მეტად დაასვენონ საკუთარი თავი და მეტად გამოიძინონ. საქმიანი კუთხით, ვერძს ძალიან კარგი შანსები აქვს.

კურო - ენერგეტიკულად ძალიან აქტიურია. შესაძლებლობები ძალიან მაღალი აქვს. მეგობრული კონტაქტები ექნება წარმატებული და ეფექტური. აქვთ სწრაფად ცვლადი სიტუაციები.  შესაბამისად, კუროს უჭირს სიტუაციებთან მისადაგება. მას სჭირდება სწრაფი აზროვნება. არ აჰყვეს სხვების ზეწოლას.

ტყუპები - მეტად უნდა დაისვენოთ.  ორგანიზმს უნდა მისცეთ დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალება. თუ ამას შეძლებთ, ერთ-ერთი საუკეთესო კვირა გექნებათ. კარიერული განვითარებისთვის კარგი პერიოდი გაქვთ. შეხვედრები, ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები ყველაფერი კარგად წარიმართება.

კირჩხიბი - ნებისმიერ სფეროში ხართ ძალიან წარმატებული, თან ენერგოტონუსი მაღალი აქვთ. გიძლიერდებათ ინტუიცია, წარმატების შანსი ყველა დონეზე გაქვთ უმაღლესი. ეს არის პერიოდი, სადაც აქტიური ძალისხმევა გჭირდებათ უცხოელებთან. შეიძლება სტაჟირება გაიაროთ უცხოეთში, სწავლა გააგრძელოთ უცხოეთში ან გაიჩინოთ კონტაქტების საზღვარგარეთ. 

♌ლომი - მათი ენერგოტონუსი დაბალია. არ გაცივდეთ და გაუფრთხილდით თქვენს თავს. იყავით ყურადღებით. საქმიანი კუთხით ძალიან კარგი პერსპექტივები გაქვთ. ახალი ნაცნობების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. შეიძლება მიიღოთ ახალი შეთავაზებები. ქორწინებისთვის გადასარევი პერიოდი გაქვთ.

♍ქალწული -  ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ. ხართ შემართებით და ენერგიულად. თქვენთვის ახლა მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობა. ეს პერიოდი არ ვარგა კაპიტალ დაბანდებისთვის, ფულის სესხად აღებისთვის და გაცემისთვის და ფინანსურ საკითხებზე ხელის მოწერისთვის. 

სასწორი - მოგიხდებათ ისეთი საქმეების გაკეთება, რაც არ გიყვართ. ეს იქნება ტრამპლინი თქვენი კარიერული განვითარების, ამიტომ ყველაფერი კარგად გააკეთეთ. თქვენი ავტორიტეტი ძალიან გაიზრდება. ნელ-ნელა გაგიჩნდებათ ახალი პერსპექტივები და ახალი წინადადებები.

მორიელი - არნახულად აქტიურები ხართ. სასწაულად ენერგიულები ხართ, შანსები ყველა დონეზე მაღალი გაქვთ. საუკეთესო პერიოდი გაქვთ ურთიერთობებისთვის, ლატარიებისთვის, კონკურსებისთვის. თუმცა ერთი პრობლემა გაქვთ, იმდენად კარგად მიგდით ყველაფერი, რომ მოგინდებათ ყველა დაასაჩუქროთ, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება თქვენს გასავალს.

მშვილდოსანი - ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ. ნუ გადაიღლებით. გამოგიჩნდებათ ძალიან ბევრი კარგი პერსპექტივა. უფრო მეტი გამოიძინეთ. აღიდგინეთ ძალები, რადგან საქმე გექნებათ ძალიან ბევრი. საუკეთესო პერიოდია, რომ სახლში შეცვალოთ დიზაინი. შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა.

თხის რქა - გჭირდებათ ის, რაც მაინც და მაინც არ გხიბლავთ. საუკეთესო პერიოდია მაქსიმალური კონტაქტებისთვის. შეხვედრები, მოლაპარაკებები, ურთიერთობები შეიძლება უფრო მეტად. შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შესაძლოა, მოაწეროთ ხელშეკრულებას ხელი. ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ.

მერწყული - ენერგოტონუსი მცირდება, მაგრამ გადახედეთ ძველ საქმეებს, ამან შეიძლება სერიოზული დივიდენდები მოგიტანონ. შესაძლებლობები წარმატებისა უდავოდ გაქვთ. ფინანსური კუთხით წარმატების შანსი მაღალი გაქვთ. არ იცუღლუტოთ.

თევზები - ყველაზე წარმატებული ხართ. იღბალი და ფორტუნა თქვენს მხარესაა. ფინანსური კუთხით ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ. უფლება არ გაქვთ მარტის 20 რიცხვამდე გაჩერდეთ. წარმატების შანსი გაქვთ არნახული.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„თქვენ ნახავთ რუსეთში რაც მოხდება, მეტს არაფერს ვიტყვი“ - ცაგარელის სკანდალური განცხადება

🔵VIDEO: „გავსებულია ორ სართულიანი ავტობუსი“ - დომენიკ მანგო უკრაინაში წავიდა

🔵„რანაირი „კაცი“ უნდა იყო, ასეთ დროს ასე რომ გეღლიცინებოდეს. სიმართლის ლაპარაკი ისწავლე“ - ნოე სულაბერიძისა და ბექა ყორშიას დაპირისპირება გრძელდება

🔵„რუსეთი უბრალოდ დამარცხდება! ეს არ იქნება მხოლოდ დამარცხება. ეს იქნე