გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი, მსახიობი ზანდა იოსელიანი იყო, რომელმაც მის მეწყვილეზე, კახი კავსაძეზე ისაუბრა.
კახი კავსაძე ზანდას ჯგუფელი და პირველი სამსახიობო პარტნიორი იყო.
„სულ ერთად ვიყავით პარტნიორები სპექტაკლებში 4 წლის განმავლობაში, მაგრამ რატო ახლა? რომ მოაბეს მაგას კუდები. კოტე მახარაძე იყო, თუ ბადრი კობახიძე, ჩვენი პედაგოგი, მე რომ დამინახავდნენ, მეუბნებოდნენ – კახი თუ ნახეო და კახის ჩემზე ეკითხებოდნენ. უნდოდათ, რომ რაღაც დაწყებულიყო. კახი ვერ შეაცდინეს, სულ ერთად გვაყენებდნენ სპექტაკლებში. თავიდან მე ვჯობდი ნიჭით, მაგრამ მერე იმან მაჯობა, იმიტომ რომ ის გიჟი იყო და გაიტანა თავისი თავი. მე სულ უკან ვიხევდი მთელი ცხოვრება. კახი მომწონდა, როგორც ადამიანი, მაგრამ არ მომწონდა, როგორც იცოდა ლაპარაკი.
არასდროს გვიკამათია.
იყო რაღაც მომენტები, რამაც დამაეჭვა, მაგრამ მკაცრად დავდექი. იყო მომენტი, როცა ზედმეტი ყურადღება გამოიჩინა, მეც ქალი ვარ და ჩავთვალე, რომ გამეპრანჭა და რაღაცაში იყო საქმე.
ბოლოს რუსთაველის თეატრში ვნახე. ერთ-ერთ მსახიობს ვაცილებდით, გოგო-ო დამიძახა, ისე გამიხარდა ასე რომ მომმართა.
მისი ფილმი რომ ვნახე, კახი კავსაძე, ვიფიქრე, რომ მცოდნოდა, როგორი ბავშვობა ჰქონდა გავლილი, მისი ლაპარაკის მანერას ყურადღებას არ მივაქცევდი,“ – ამბობს ზანდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი რობერტ დე ნირო ქუთაისიდან...“- ნანუკა გულუა მეუღლის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს
⭕„ძალიან ბევრს ვჩხუბობთ ხოლმე, მაგრამ...“- რას წერს სალომე ღვინიაშვილი ზურა ხიზანიშვილზე
🎥 „ბეტის და მარინას შეხვედრა“- რა ვიდეოს აქვეყნებს ტასო ლოსაბერიძე