ვაკეში, კეკელიძის პირველ ნომერში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოასახლა. ადგილზე შეკრებილები იყვნენ მოქალაქეები და პროცესს აპროტესტებდნენ, რა დროსაც სიტუაცია დაიძაბა. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა 20 აქტივისტი დააკავეს. მათ შორის რამდენიმემ აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილი დააზიანა.
აღნიშნულ ფაქტს, ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე ეხმაურება და წერს, რომ გამოსახლებული ოჯახის კუთვნილი კატა დაიკარგა. იგი, კატის პოვნაში საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
„ეს არის კეკელიძიდან გამოსახლებული ოჯახის კატა, რომელსაც მეორე დღეა ვეძებთ.
წეღან მარინამ მითხრა, რომ მისულა სახლში, მაგრამ იმ მევახშე ნაბიჭვარს ფეხი დაურტყამს და გაუგდია, მეზობელს დაუნახავს :(((
გთხოვთ თუ კეკელიძეზე თვალს მოჰკრავთ, შეიფარეთ და წამოვიყვან ეგრევე...
Darejani Dvali იმედია მალე გნახავთ შენც ქუჩაში, გარეწარო ქალო!“,- წერს ცხოველთა უფლებადამცველი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„რით შეივსება ეს დანაკლისი, არ მაქვს პასუხი...“- ნინო ზამბახიძე ტრაგიკულად დაღუპულ მეწარმეებზე
⭕ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა, საჰაერო მილში ჩავარდნილი კატა გადაარჩინეს