მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი „ინსტაგრამის“ გამომწერების შეკითხვებს პასუხობს და მეუღლეზე, ზურა ხიზანიშვილზე საუბრობს.
შეკითხვაზე, თუ რა არის მისი და ზურას მყარი ოჯახის საიდუმლო და ხშირად კამათობს თუ არა წყვილი, სალომე ამბობს, რომ კამათის მიუხედავად, რაც წლები გადის, მათი ურთიერთობა ბევრად მყარი, ჯანსაღი და ნამდვილია.
„ვეხუტებით ერთმანეთს, მალე გვავიწყდება რომ ნაჩხუბრები ვართ.
საიდუმლო არ არსებობს. მთავარი ალბათ სიყვარულია, თუმცა სიყვარულის გარდა, ბევრი სხვა ფაქტორია აუცილებელი. მეგობრობა მაგალითად, გამუდმებით პრანჭვა, რომ ის ქიმია არსად გაქრეს.
დათმობებზე წასვლა, პრობლემების ერთად მოგვარება და არა პრობლემებისგან გაქცევა. პასუხისმგებლობების გააზრება. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვჩხუბობთ ხოლმე, მაგრამ რაც წლები გადის ურთიერთობა ბევრად მყარი, ჯანსაღი და ნამდვილია“,- წერს სალომე ღვინიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ ლოლა წერეთელი გია სურამელაშვილმა გაანაწყენა - რა მოხდა მომღერლებს შორის?
⭕რის გამო დასცინოდა სოფიკო ჭიაურელი რძალს და როგორ იხსენებს დედას ნიკუშა შენგელაია