Digest Logo

Kanye West-ი „დინამო არენაზე“ კონცერტს გამართავს - ცოტა რამ, 24 „გრემის“ მფლობელ არტისტზე

1778055366
კანიე ვესტი

Starring Georgia 2026 წლის სეზონის ფარგლებში, თბილისში, „დინამო არენაზე“ ცნობილი ამერიკელი რეპერის Kanye West, იგივე YE-ს შოუს აანონსებს.

2026 წლის მარტში არტისტმა ახალი ალბომი, Bully გამოსცა. ამ რელიზს ექსკლუზიური შოუებიც მოჰყვა, რომელთა შორისაც ლოს-ანჟელესში, დედამიწის ფორმის სფერულ სცენაზე გამართული პერფორმანსი წლის მუსიკალური კულტურის მთავარ სასაუბრო თემად იქცა.

სწორედ ამ ტურის ფარგლებში წარდგება არტისტი 12 ივნისს, „დინამო არენაზე“.

ბილეთების გაყიდვა 12 მაისს, 12:00 საათზე, tkt.ge-ზე დაიწყება.

რა ვიცით მის შესახებ?

KANYE WEST, იგივე YE 21-ე საუკუნის მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფიგურაა. მისი შემოქმედებითი გზა ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავებისთვის ბითების შექმნით დაიწყო, თუმცა მალევე თვითონვე იქცა ვარსკვლავად, რომლის ანგარიშზეც ბოლო მონაცემებით, 24 „გრემი“, 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და დაუვიწყარი საკონცერტო გამოცდილებებია.

მისი კარიერის საწყისი ეტაპის ნამდვილ ტრიუმფად იქცა ალბომები: The College Dropout, Late Registration და Graduation.

ამ ჩანაწერებმა, ჰიპ-ჰოპში სრულიად ახალი სტანდარტები დაამკვიდრა და არტისტს დიდ ლეიბლებთან გზა საბოლოოდ გაუხსნა.

კანიე უესტის ცხოვრება, მუსიკალური ცხოვრების პარალელურად მუდამ სკანდალურია:

კანიე უესტი (Kanye West), სრული სახელით კანიე ომარი უესტი, დაიბადა 1977 წლის 8 ივნისს, ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, მაგრამ გაიზარდა ჩიკაგოში. მისი მშობლები მალევე გაიყარნენ, რის შემდეგაც კანიე დედასთან, დონდასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად.

დონდა უესტი ინგლისური ენის პროფესორი იყო და კანიეს განათლებაზე დიდ გავლენას ახდენდა. ბავშვობიდანვე ჰქონდა ინტერესი ხელოვნების და მუსიკის მიმართ. 10 წლის ასაკში დედასთან ერთად რამდენიმე წლით ჩინეთში გადავიდა, სადაც დონდას უნივერსიტეტში ასწავლიდა.

კარიერა მუსიკაში დაიწყო, როგორც პროდიუსერმა. თავდაპირველად ცნობილ არტისტებთან თანამშრომლობდა, მათ შორის ჯეი-ზისთან (Jay-Z), რომელთანაც 2001 წელს ალბომ The Blueprint -ზე იმუშავა. სწორედ ამ ალბომმა მოუტანა დიდი პოპულარობა.

2004 წელს გამოუშვა პირველი სოლო ალბომი The College Dropout, რომელმაც კრიტიკოსების და მსმენელების აღიარება დაიმსახურა. ამ ალბომში შესული სიმღერები, როგორიცაა Jesus Walks და Through the Wire, დღესაც კლასიკად ითვლება.

გარდა მუსიკისა, კანიე მოდის ინდუსტრიაშიც აქტიურადაა ჩართული. 2015 წელს მან გამოუშვა სპორტული ფეხსაცმლის ხაზი Yeezy Adidas-თან თანამშრომლობით, რომელმაც მილიარდობით დოლარის მოგება მოუტანა.

კანიე ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში თავისი გახმაურებული განცხადებებითა და საკამათო საქციელებით. 2014 წელს დაქორწინდა კიმ კარდაშიანზე, მათ ოთხი შვილი ჰყავთ. თუმცა 2021 წელს წყვილი დაშორდა.

ბიანკა ცენზორი და კანიე უესტი

წყვილი 2022 წლის დეკემბერში, კანიესა და კიმ კარდაშიანის განქორწინებიდან სულ რაღაც ორ თვეში, საიდუმლოდ დაქორწინდა. ბიანკა მანამდე კანიეს ბრენდ Yeezy-ში არქიტექტურული დიზაინის ხელმძღვანელად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბევრს ეს პიარ-სვლა ეგონა, მათი კავშირი საკმაოდ მყარი აღმოჩნდა.

ბევრი მიიჩნევს, რომ ბიანკა კანიესთვის ცოცხალი მუზაა. მისი სტილი კი, ულტრა-გამჭვირვალე სამოსი, საცურაო კოსტიუმები თუ უცნაური აქსესუარები, კანიეს შემოქმედებითი ხედვის ნაწილია.

მედიაში ხშირად იწერება, რომ კანიე სრულად აკონტროლებს ბიანკას იმიჯს, კვების რაციონს და მის საჯარო ქცევას, რაც ფანებში ხშირად შფოთვას იწვევს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიანკას მშობლები და მეგობრები თავიდან ძალიან შეშფოთებულები იყვნენ ამ ურთიერთობით, თუმცა ბოლო პერიოდში ბიანკა უფრო ხშირად ჩნდება ოჯახის წევრებთან ერთად, რაც მიანიშნებს, რომ სიტუაცია შედარებით დამშვიდდა. ასევე, ბიანკას კარგი ურთიერთობა აქვს კანიეს შვილებთან, განსაკუთრებით ნორთ უესტთან.

კანიეს ახალი ალბომის, Bully-ს გამოსვლისა და ტურნეს დაანონსების ფონზე, ბიანკა კვლავ მისი მთავარი ვიზუალური პარტნიორია. ბოლო პერფორმანსებზე ის კვლავ ეპატაჟური იმიჯით ჩნდება, რაც Ye-ს ახალი მუსიკალური „ერის“ კონცეფციის ნაწილია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დიდი ხანია ასე, არავის წასვლა არ განმიცდია, დიდი არტისტი იყო...“ - ანდრია გველესიანი კოლეგას ემშვიდობება

⭕იღბალი მათ მხარეს იქნება: აღმოსავლური ჰოროსკოპის ეს ნიშნები მაისში დიდ წარმატებას მიაღწევენ

⭕„ვწერ ამას ყველაფერს და სახტად ვერ დარჩენილი, მივხვდი რას ნიშნავს ცოცხალ მკვდარი, ის მკვდარია, ოღონდ მან არ იცის, რომ მოკვდა“ - რას წერს გია ჯაჯანიძე