Digest Logo

„კატა: ღვთაება, ჩრდილი და ფსიქოთერაპევტი - ბასტეტიდან იუნგამდე“ - რას წერს რამაზ გიგაური

1777370375
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც კატაზე, როგორც ფსიქოთერაპევტზე საუბრობს:

„კატა: ღვთაება, ჩრდილი და ფსიქოთერაპევტი — ბასტეტიდან იუნგამდე თუ ძაღლი ღმერთმა იმისთვის შექმნა, რომ უპირობო სიყვარული და ერთგულება გვესწავლა, კატა ჩვენს ცხოვრებაში სრულიად სხვა, ბევრად უფრო რთული მისიით შემოვიდა.

ის არ არის უბრალოდ „შინაური ცხოველი“. ის არის ერთადერთი არსება, რომელმაც ადამიანთან ცხოვრება თავად, 12,000 წლის წინ აირჩია, თუმცა საკუთარი ბუნება და ინსტინქტები არასოდეს დაუთმია.

კატა გვასწავლის იმას, რაც დღეს ყველაზე მეტად გვიჭირს: პიროვნულ საზღვრებს, საკუთარი თავის პატივისცემას და იმას, რომ სიყვარული დამორჩილებას არ ნიშნავს.

ჩემს ახალ, ვრცელ სტატიაში ფსიქოლოგიურ, ისტორიულ და მითოლოგიურ ჭრილში განვიხილავთ ჩვენს ყველაზე იდუმალ მეგობარს:

🔸 რატომ აიგივებდა შუა საუკუნეების ინკვიზიცია კატას ადამიანის არაცნობიერ „ჩრდილთან“?

🔸 რა არის სულხან-საბას ცნობილი იგავის (კატის გაზრდილი ლომი) რეალური, ფსიქოლოგიური არსი და როგორ გვასწავლის ის პირადი საზღვრების დაცვას?

🔸 როგორ ხსნის კარლ გუსტავ იუნგი კატას, როგორც „ანიმას“ (იდუმალ, ინტროვერტულ ენერგიას)?

🔸 რატომ არის კატის კრუტუნი (25-140 ჰერცი) მეცნიერულად დადასტურებული ბიო-თერაპია, რომელიც ჩვენს ნერვულ სისტემას კურნავს? კატა ჩვენი სარკეა.

თუ გყავთ კატა, თქვენ გყავთ პირადი ძენ-ოსტატი, რომელიც ყოველდღე განახებთ, როგორ უნდა სცეთ პატივი საკუთარ სიმშვიდეს“, - წერს ბრამაზ გიგაური.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ცვლილებების ეპოქა: ურანი ტყუპებში - თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი

⭕ ლადო გუდიაშვილის შვილი გარდაიცვალა

🎥 როგორ დავირეგულიროთ წნევა წამლის გარეშე: ნინო ვაშაკიძს რჩევები