Digest Logo

ხალიჩის ქვეშ ხავსი ერთი კვი­რით გააჩერეთ - ვანგას რჩევა ბარაქის მოსაზიდად

1730031960
ვანგა წინასწარმეტყველი

ცნობილ ბულგარელ ნათელმხილველს ვანგას ჰქონდა საკუთარი წესები, რომლებიც ფულისა და ბარაქის სახლში მოზიდვას უკავშირდება.

გთავაზობთ 7 რჩევას ვანგასგან, რომელსაც ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის ვანგა თავად იყენებდა:

1. თუკი გსურთ, რომ სახლში ბარაქამ დაისადგუროს და ავი თვალისგან დაიცვათ ოჯახი, კარის ზღურბლზე ანწლის რტოებისგან გაკეთებული ჯვარი ჩამოკიდეთ.

2. დილით საწოლიდან ადგომისას არასოდეს ჩაიცვათ ჯერ ერთი ფეხსაცმელი და მერე მეორე. აუცილებელია ორივე მონახოთ და ჩაიცვათ ერთდროულად, თუკი გსურთ, რომ დღე წარმატებული იყოს.

3. სახლში ფულის მოსაზიდად შეინახეთ მონეტები და სხვადასხვა ქვეყნის ფულის კუპიურები. თუმცა, სასურველია, თუკი მონეტები ვერცხლისფერი იქნება.

4. თუკი გსურთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი, ნათელი პერიოდი დაიწყოს, ახალმთვარეობას ავეჯი გადააადგილეთ სახლში.

5. არასოდეს დატოვოთ მაგიდაზე პურის ბოლომდე შეუჭმელი ნაჭრები, მით უმეტეს, არასოდეს გადაყაროთ ისინი. ასე თქვენი ცხოვრებიდან ბარაქა და ფული წავა. აჯობებს, ძველი პურით ჩიტებს გაუმასპინძლდეთ.

6. თუკი გსურთ, რომ მთელი წელი ფინანსურად უზრუნველყოფილი გქონდეთ, ახალი წლის ღამეს, ზუსტად თორმეტზე, გადათვალეთ საფულეში არსებული მსხვილი კუპიურები.

7. თუკი ფინანსური პრობ­ლემები გაქვთ, ხალიჩის ქვეშ ერთი კვი­რით გააჩერეთ ხავსი, პრობლემები გამოგიოსწორდებათ

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„არ არის კარგი ეს დღე ქორწინებისთვის, შენაძენებისთვის და ახალი საქმის დაწყებისთვის“- 27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

⭕„ეს რაღაც ისეთია, რისი დაჯერებაც კი რთულია... გაუმარჯოს საქართველოს და ესპანეთს“ - ილია თოფურია

⭕ქმრის გამარჯვების შემდეგ, ილია თოფურიას მეუღლე ფოტოებს აქვეყნებს