პოდკასტში „ცირასთან - იქ, სადაც პასუხია!“ მკვლევარი ერეკლე შონია იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ბევრ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა.
ერთ-ერთი თემა, რომელსაც მკვლევარი შეეხო, კაცობრიობის განვითარება იყო. იგი კაცობრიობის განვითარებასა და იმუნური სისტემის ადაპტაციას შორის პარალელს ავლებს და განმარტავს, რატომ მიიჩნევს, რომ სიცხის წამლებით ჩახშობა ყოველთვის სასურველი არ არის.
„ზოგადად დედამიწაზე ზუსტად ასე ხდება, რომ განვითარების დროს, გარკვეული ცოდნის მოსვლის დროს ის ძველი ინახავს იმ ძველ მიდგომებს.
ის ძველი ვერ თმობს, ახალს, ვერ უთმობს ადგილს. ეს ახალი როცა შემოდის, ის დამკვიდრებისთვის იბრძვის, შემდეგ ეს ახალი ძველდება და იგივე ციკლი მეორდება, ამიტომ კაცობრიობის განვითარების მნიშვნელოვანია. კაცობრიობა ერთიანი ორგანიზმია, ამიტომ მასში არის ბრძოლა ძველის და ახლის. მაგალითად, როცა ადამიანი იმუნური სისტემა ახლა პერიოდს უნდა შეეგუოს, აქ მიდის ამ იმუნური სისტემის გადაიარაღება, ჩვენ ადამიანურ დონეზე გვიწევს სიცხე და ხდება ორგანიზმის შემზადება ახალი პერიოდისთვის, ხშირ შემთხვევაში
ამ პროცესის ჩახშობა წამლებით არ არის ხოლმე სასურველი“, - ამბობს ერეკლე შონია.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თურქულ შოუბიზნესში სკანდალი გრძელდება: ნარკო-ბრალდებით ცნობილი მსახიობები დააკავეს
⭕25 ნოემბრიდან ზოდიაქოს 4 ნიშანს ფინანსური იღბალი და სტაბილური კეთილდღეობა ელის