ხსნის თუ არა ჯადოს წმინდა კვიპრიანეს ლოცვები?
და შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ლოცვები სახლში ვიკითხოთ? - ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ სასულიერო პირი საუბრობს და საჭირო ინფორმაციას გვიზიარებს.
„სანამ ქრისტიანი გახდებოდა, წმინდა კვიპრიანე ჯადოქარი იყო, მაგრამ უარყო ცრუმოძღვრება და ქრისტიანობას შეუდგა, რის შემდეგაც ის მღვდელმთავარი გახდა. ბოლოს კი ქრისტესთვის მოწამებრივად აღესრულა. ის სიცოცხლეშივე ეხმარებოდა ადამიანებს, რომ თავი დაეცვათ ეშმაკეულისგან და რა თქმა უნდა, იმქვეყნიური სოფლიდანაც დაგეხმარებათ. აჯობებს, ამ ლოცვების წაკითხვისთვის კურთხევა მოძღვარმა მოგცეთ. მაგრამ, უნდა გახსოვდეთ, რომ ადამიანის ყველაზე დიდი დამცველი არის წმინდა ზიარება. თუ არ თქვით აღსარება და არ ეზიარეთ, თქვენს ლოცვებს ძალა არ ექნება“, - ამბობს სასულიერო პირი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მე მიყვარხარ ისევ“ - მაკა ზამბახიძე მეუღლეს იუბილეს ულოცავს
წყარო: tbiliselebi.ge