Digest Logo

ხვალ ბარბარობაა - რატომ ვაცხობთ ბარბარობას ლობიანებს და რა უნდა შევევედროთ წმინდა ბარბარეს?

1734335832
ბარბარობა და ლობიანი

ხვალ, 17 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ტრადიციისამებრ, ამ დღეს ყველა ოჯახში აცხობენ ლობიანს. რა კავშირშია ეს ტრადიცია დღესასწაულთან, ამ კითხვაზე დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი პასუხობს.

მისი თქმით, ლობიანს რელიგიურ დღესასწაულთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის უბრალოდ წარმართული ტრადიციის გადმონაშთია.

„ქრისტიანობისთვის დღესასწაულებთან დაკავშირებით რიტუალურად რაიმე სახის საზრდოს მომზადება, შეწირვა უცხოა. იშვიათი გამონაკლისი ძველი მსოფლიოს თვალთახედვიდან გამომდინარე, სიმბოლური დატვირთვით გვხვდება: პური, ღვინო, თევზი და წითელი კვერცხი. მათ მნიშვნელობებზე სხვა დროს ვისაუბროთ. საზრდოს შეწირვა წარმართული რელიგიებისთვის იყო დამახასიათებელი. ქართულ წარმართულ პანთეონში აქტიური ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს–ბარბალეს. მათდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დიკოს ფორმის ღვეზელებს. ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო, რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის გაიგივება–აღრევა. ხაზგასმით ვამბობ, ეს არ იყო საეკლესიო სწავლება. მან ნელ-ნელა ხალხში გავრცელება ჰპოვა. ეს მხოლოდ საქართველოში მოხდა. ამგვარი რენესანსები გაუთვითცნობიერების ნაყოფი იყო. წარმართობის გაღვიძება სულიერი და კულტურული ჩავარდნის ეპოქაში ხდებოდა. გაიგივების გამო წმ. ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე აცხობდნენ ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს.

კალენდარულად ერთი ფაქტორიც მოქმედებდა. ბარბალეს დღესასწაული წელიწადში ორჯერ აღინიშნებოდა – მზის ბუდობის წინ, მზის ღვთაების შობამდე. მზის–ლილეს შობას ზეიმობდნენ იულიუსის კალენდრით 25 ივნისსა და 25 დეკემბერს. ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხური მოქმედება ქრისტიანულ ჭრილში გატარდა და ღვეზელი სამარხვო მზადდებოდა. მოგვიანებით ამერიკის კონტინენტიდან ახალი კულტურული ჯიშების აქტიურმა პოპულაციამ ჩვენშიც ასახვა პოვა. ღვეზელის შემადგენლობაში ლობიომ დაიმკვიდრა. ლობიანის ცხობა წმ. ბარბარეს დღეს წარმართულია. მეტი განმარტებისთვის: ლობიანის გამოცხობა და მიღება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ წმინდა ბარბარესთან არაფერ კავშირშია“, - ამბობს ლევან ფიროსმანაშვილი.

- ვისი მფარ­ვე­ლია წმინ­და ბარ­ბა­რე და რა უნდა ვე­ვედ­როთ მას?

- წმინ­და მა­მე­ბი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ სას­წა­უ­ლებ­ზე, რო­მე­ლიც წმინ­და ბარ­ბა­რემ უხი­ლა­ვად აღას­რუ­ლა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე. უამ­რავ უშ­ვი­ლო ოჯახს მისი მე­ო­ხე­ბით მი­ე­ბო­ძა შვი­ლი, ასე­ვე გან­საც­დე­ლის­გან იხ­სნა ქალ- ვა­ჟე­ბი, ყრმე­ბი. ნათ­ქვა­მია, რომ წმინ­და ბარ­ბა­რე უდი­დე­სი მე­ო­ხია იმ ოჯა­ხებ­ზე, ვინც სა­სო­ებს მის სიწ­მინ­დეს, მსგავ­სად აბ­რა­ამ მა­მამ­თავ­რი­სა, რო­მელ­საც უფალ­მა ზღვის ქვი­შის სა­ხი­სა­ებრ აღუთ­ქვა გამ­რავ­ლე­ბა, ასე­ვე აღუთ­ქვამს წმინ­და ბარ­ბა­რეს მე­ო­ხე­ბით იმ ოჯა­ხებს, რო­მელ­ნიც უხ­მო­ბენ მას. თქვენ გახ­სოვთ, "მო­მა­ვა­ლი წლის ამ დროს გე­ყო­ლე­ბათ ვაჟი", წლი­დან- წლამ­დე უნდა შევს­თხო­ვოთ წმინ­და ბარ­ბა­რეს, უფალ­მა მისი მე­ო­ხე­ბით შვი­ლი­ე­რი საშო მიჰ­მად­ლოს ბერწ ქალ­ბა­ტო­ნებს. ამ­დე­ნად, წმინ­და ბარ­ბა­რე ოჯა­ხი­სა და ბავ­შვე­ბის მფარ­ვე­ლად გვევ­ლი­ნე­ბა. წმინ­და ბარ­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­დი­დე­ბუ­ლია, მას უდი­დეს პა­ტივს მი­ა­გე­ბენ, დაე, მისი მე­ო­ხე­ბა ნუ მო­აკ­ლოს უფალ­მა ჩვენს ტკბილ ერს!

შეგახსენებთ, წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმინდა ნაწილები კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.

წმინდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„21 დეკემბერს დაწერეთ სურვილები და ახალ წლამდე დღეში სამჯერ წაიკითხეთ... ამ პერიოდში იხსნება პორტალი, დიდი სასიკეთო ენერგია მოდის“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

⭕გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს!

⭕გაუთხოვარი ქალები ბარბარობას თუ ამას გააკეთებენ ამ წელს ოჯახს შექმნიან - „ეს მეთოდი ყოველთვის ამართლებს“