
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით 7 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, ეს იყო დრო, როცა სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა და დღეს, როცა უკან ვიხედებით ვეძებთ პასუხებს რა გამოვიარეთ.
პანდემიამ ვირუსის და მსოფლიო სკანდალების ტალღა წარმოშვა.
გლობალური ჯანდაცვის სკანდალი - ხმაურიანი ბრალდებები და გამოძიებები კოვიდ 19-ის გარშემო - ამის შესახებ „იმედის დღემ“ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა.
2025 წლის 20 იანვარს კი დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს. ტრამპი ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თავი ვერ გაართვა კოვიდპანდემიის მართვას, კრიზისებს და მათგან უსამართლო ფინანსურ მოთხოვნებს ასახლებს.
იგი ასევე ამბობს, რომ სამსახურში აღადგენს თავდაცვის სამსახურის იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსის არ აცრის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი, რომელიც პანდემიის დროს მთავარი ფიგურა იყო, რამდენიმე დღის წინ ექსპრეზიდენტმა ბაიდენმა პოლიტიკურად მოტივირებული დევნის თავიდან ასაცილებლად წინასწარ შეიწყალა, რაც ნიშნავს რომ მას ფედერალური სამართალდარღვევის გამო ვერ გაასამართლებენ და იმუნიტეტი დაიცავს.
ამ ყველაფერმა კი კორონავირუსის გარშემო გააჩინა ეჭვები და კითხვები.
ამ თემის შესახებ ისაუბრა ცნობილმა მილიარდერმა ილონ მასკმაც, რომელმაც ენტონ ფაუჩს მონსტრი და დემონი უწოდა.
აჟიოტაჟი პანდემიის შესახებ კიდევ უფრო გაამძაფრა ცუკერბერგის განცხადებამ, სადაც იგი ამბობდა რომ საკუთარ პლატფორმაზე ვაქცინაციის შესახებ განსხვავებული აზრი და გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია იბლოკებოდა, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირდაპირი ჩარევით და მითითებით ხდებოდა.
უფრო ვრცლად აღნიშნულ თემაზე ნახეთ სიუჟეტი 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: