Digest Logo

🎥 „კუჭი მოჭრილი კი არა ამოგლეჯილი იყო...“ - კუჭის ოპერაციის შემდეგ თურქეთში 3 ქართველი დაიღუპა - შოკის მომგვრელი სტატისტიკა

1710699025
კუჭის ოპერაცია

კუჭის ოპერაციის შემდეგ, ბოლო ერთ თვეში, 3 ქართველი დაიღუპა - სამივე მათგანმა ოპერაცია თურქეთში გაიკეთა. სისხლდენა, კახექსია, კლინიკური შოკი - სიცოცხლისთვის შეუსაბამო სიმპტომები პაციენტებს ოპერაციიდან რამდენიმე დღეში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ განუვითარდათ. ქართველ ექიმებს პაციენტების ხელმეორედ გაკვეთა მოუწიათ. ნანახი კი ქირურგებისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა.

ბოლო პერიოდში კუჭის დაპატარავების ოპერაციებმა მნიშვნელოვნად მოიმატა - რა არის ამის მიზეზი, ამის შესახებ „კურიერმა“ სიუჟეტი მოამზადა.

„დედის დღეს მკვდარი შვილი მომიყვანეს," - მისი შვილი 36 წლის ოთარ გოთოშია, კუჭის ოპერაციის მსხვერპლია. ის თურქეთში ჩატარებული ბარიატრიას შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

იმისთვის, რომ თურქი ექიმი კუჭის ოპერაციაზე დაეთანხმებინა 10 კილო განგებ მოიმატა. ოპერაციიდან მესამე დღეს სამსუნის კლინიკიდან საქართველოში საკუთარი მანქანით დაბრუნდა. თბილისში ჩამოსვლამდე უკვე ქუთაისში შეუძლოდ გახდა.​

„ჰაერი არ მყოფნისო, გული მტკივაო, ჭრილობა მტკივაო, დარბოდა და ვერ ვშველოდი, რაღაც გამაყუჩებელი გამომატანესო, ის დალია და თითქოს მიყუჩდა, მაგრამ ვერ იძინებდა, მერე ნემსი გაუკეთეს, დაამატეთო, დაამატეთო, აღარ უყუჩდებოდა. თურმე კუჭს დაუწყია ლპობა. ექიმმა გაჭრა და ნახა. დაითრომბა, წავიდა ინფექცია, მერე თირკმელი გაუჩერდა, მისი პატარა გული გაუჩერდა და ასე მომიკლეს შვილი, თითქოს ჩიტი მოკვდა. მე შვილს ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ სხვასაც არ გაუკეთონ“, - ამბობს გარდაცვლილის დედა.

ბარიატრიული ქირურგიის აგრესიული რეკლამის წყარო სოციალური ქსელია. სწორედ ამ პლატფორმაზე ხდება ქართველი პაციენტების შეგროვება. კლინიკაში, სადაც ოთარ გოთოშიას ოპერაცია გაუკეთეს, მითითებულ ნომერზე არ გვიპასუხეს, ამიტომ მის ქართველ წარმომადგენელს დავუკავშირდით.

„პაციენტი როდესაც გავწერეთ იყო სრულიად ჯანმრთელი. ჩემგან ამაზე საუბარი არასწორია. კლინიკასთან დაგაკავშირებთ და იმათ გაესაუბრეთ," - ამბობს თურქული კლინიკის ქართველი შუამავალი.

„კურიერ P.S.-ის" ჟურნალისტი კლინიკასთან არ დააკავშირეს.

 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მექსიკის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა, „ტვ „პირველის“ სიუჟეტში უკანონოდ გამოიყენეს ჩემი საუბრის ჩანაწერი“ - ხათუნა ხმელიძე

⭕„გამოთქმა - „მეხის გავარდნას ჰგავდა სიკვდილი“ ახლა გავიგე ზუსტად რას ნიშნავს, შოკირებული ვარ...“ - დათო ლიკლიკაძე

🎥 „ღვიძლის კიბო, ფსიქიკური დაავადებები...“ - რა საფრთხეებს შეიცავს სქესის შეცვლის ოპერაციები ადრეულ ასაკში - საერთაშორისო სკანდალში გახვეული ექიმები