Digest Logo

🎥 ლაშა ბექაურზე წიგნი დაიწერა - „ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდებს შეუძლია ჩემი ცხოვრებიდან აიღონ მაგალითი“

1743060451
ბექაური ლაშა

ქართველი ძიუდოისტის, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის შესახებ წიგნი დაიწერა. წიგნის ავტორი  მამუკა კვარაცხელია და თავად გმირი ლაშა ბექაური გადაცემაში „იმედის დღე“ სტუმრები იყვნენ.

როგორც წიგნის ავტორი ამბობს, მასში შესულია ბექაურის შესახებ უცნობი ამბები.

„მე ვარ სამამსეერთე არაგველი, რომლის ძარღვებშიც ის სისხლი ჩქეფს, რომელმაც საქართველო და ქართული სული დღემდე მოიტანა“ -  ეს არის სიტყვები, რომელიც წიგნის უკანა გარეკანზე წერია. 

როგორც ლაშა ბექაურმა განაცხადა, წიგნში ახალგაზრდები იმ წარმატების ფორმულას ნახავენ, რითაც მან ძიუდოს მწვერვალებს მიაღწია.

„უცხოა ჩემთვის ეს, პირველად მოხდა ეს რომ ქართულ ძიუდოზე წიგნი დაიწერა და დიდი მადლობა მამუკას ამისთვის. ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდებს შეუძლია ჩემი ცხოვრებიდან აიღონ მაგალითი და მოტივაცია“, - ამბობს ბექაური. 

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვულოცავთ 2 წლის დაბადების დღეს ჩვენს ყველაზე ტკბილ პატარას“- კადრები დადუ ივანიშვილის იუბილედან

🎥 „ეს ის პროფესიაა, სადაც ძალიან ბედნიერი ვარ“ - გაიცანით 25 წლის მასწავლებელი

🎥 რა ფერის კარი გაქვთ სახლის შემოსასვლელში? - ნახეთ, რას ამბობს კარის ფერი თქვენს პიროვნებაზე