მსახიობი ლიკა ქავჟარაძე და გეგა კობახიძე ერთად მონაწილეობდნენ რეჟისორ ჰასან ხაჟკასიმოვის კომედიური ჟანრის მხატვრულ ფილმში „დიუმა კავკასიაში“.
1979 წელს გადაღებული ფილმის სცენარი რეზო გაბრიაძემ დაწერა, მუსიკა კი – გია ყანჩელმა, ფილმი კი ალექსანდრე დიუმას მოგზაურობაზეა.
ლიკა ქავჟარაძესთან და გეგა კობახიძესთან ერთად, ფილმში ასევე მონაწილეობენ კახი კავსაძე, ვახტანგ კიკაბიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ვასილ ჩხაიძე.
ფილმი მაყურებელთა უმრავლესობისთვის უცნობია, რადგან თვითმფრინავის გატაცების შემდეგ, მისი ყურება აკრძალვის გამო, შეუძლებელი გახდა.
ლიკა ქავჟარაძეს პოპულარობამ საშინელება დამართა, მან თვითმკვლელობა ორჯერ სცადა.
„საიდან მოდის ეს სილამაზე ან საით მიდის?“... რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენნაირი სილამაზის აღქმა არსებობს, თუნა ლიკა ქავჟარაძე სხვა ფენომენია.
ის ყველასთვის ულამაზესი მანდილოსანი იყო და სწორედ ამ სილამაზემ შეიწიარა...
„პოპულარობამ საშინელება დამმართა. ბოლოს ისე ვიყავი, ქუდს ლამის თვალებამდე ვიხურავდი, რომ არავის ვეცნე.
უკვე მაღიზიანებდა სულ ყურადღების ცენტრში ყოფნა. როგორ ხარ? რა გაცვია? როგორ გამოიყურები?.. სათვალე მიყვარს, იმიტომ რომ, რაღაც ინტიმს მიქმნის.
ამინდს არ აქვს მნიშვნელობა. უსათვალოდ, ასე მგონია, შიშველი ვარ. არადა, გავიკეთებ თუ არა, ჩემს სამყაროში ვარ.
ერთი ბიჭი მომწონდა, 17-18-ის ვიყავი. ერთ დღესაც მომკიდა ხელი და ფოთში წამიყვანა. ერთ საათში ბიძაჩემი ჩამოვიდა. მე ეს ბიჭი მიყვარს-მეთქი, ვუთხარი.
სილა გამაწნა, რას ნიშნავს გიყვარსო და უკან წამომიყვანა. იმ პერიოდში ცოლს შორდებოდა და რომ დაიწყეს ნათესავებმა ამბების მიტან-მოტანა – ასეთია, ისეთია, ამას შვრება, იმას შვრება – შემეშინდა და გავჩერდი.
19 წლის გავთხოვდი. მე და სანდროს სულ ცალ-ცალკე გვიწევდა ცხოვრება – ის სულ სადღაც იყო. ამიტომ, დიდხანს დედაჩემთან ვცხოვრობდი.
არ მინდა, ამ პერიოდზე ლაპარაკი, სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაგრამ, ეს 20 წელი ჩემს ცხოვრებაში ცოტა პესიმისტურ პერიოდად მახსენდება.
ახლა ყველაფერი შეიცვალა. როცა მეგობრები მსაყვედურობენ, რატომ არსად დადიხარო, იცი რაა… აღარ მაინტერესებს, მომბეზრდა.
აღარ მინდა ის ქაოსი, აღარც „ტუსოვკები“, გამოპრანჭვები. სისულელეა ეს ყველაფერი.
ძნელად გავდივარ ადაპტაციას და ამიტომ, ყველაფერზე ვფორიაქობდი, ვნერვიულობდი… აღარ მინდა, ჯანდაბამდე გზა ჰქონია. მყუდროდ, სახლში მირჩევნია ყოფნა.
ჰო, ძილი მიყვარს. თვითონ ვერ ვიძინებ და დიდი ხანია, ტრანკვილიზატორს ვსვამ.
როცა რაღაც მაწუხებს, ძილის დროს ყველაფრისგან ვითიშები – იმდენად, რომ დილით ყველაფერი მავიწყდება. ეს მეხმარება. არ ვიცი, თავიდან რომ დავიწყო, რამეს შევცვლიდი თუ არა. უბრალოდ… არ გავხდებოდი მუსიკოსი! მსახიობი? შეიძლება. არა, მე ვიცი, ფსიქოლოგი ვიქნებოდი…”
– ლიკას პრობლემები ჰქონდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რის შესახებაც ახლა განსაკუთრებით ბევრი ლაპარაკობს.
– ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. პრობლემები ყველას გვაქვს, როცა რაღაც არ გამოგვდის, მაგრამ მას განსაკუთრებით ჰქონდა. იმიტომ რომ, უმნიშვნელო ამბებსაც განიცდიდა. თუმცა, ამას არ იმჩნევდა. თუ ძალიან კარგად არ იცნობდი, ვერც შეატყობდი, რომ რთულ მდგომარეობაში იყო.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რა პოზიცია ჰქონდა შევარდნაძეს „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმეზე - დღემდე გასაიდუმლოებული ოქმი
სექსუალური შევიწროვება და პარიზული ვოიაჟები - როგორ ცხოვრობს შევარდნაძის ოჯახი დღეს
ეკა მამალაძის 3 ქმარი, მარტოხელა დედობა და რომანი მეგობრის ქმართან
ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი