2018 წლის 15 იანვარს ზაჰესში შეიარაღებულმა პირმა მარკეტის მფლობელი ცოლ-ქმარი მოკლა.
მინი მარკეტთან პურის დისტრიბუციის მანქანის მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. მაღაზიის კარი წინიდან დაკეტილი იყო, უკან კი - ღია. დისტრიბუტორმა ეზოს მხრიდან გადაწყვიტა შესვლა.
„უბედური შემთხვევა მოხდა. მაღაზიაში შევედი და ცოლ-ქმარი სისხლიანი ვნახე“, - უთხრა 112-ის ოპერატორს დისტრიბუტორმა.
გოჩა გვენეტაძე - პატრულ-ინსპექტორი:
„მისვლისას ვინც დაგვირეკა ის პირი დაგვხვდა, განერვიულებული და შეშინებული იყო. გვითხრა 2 გარდაცვლილიაო. მაღაზიაში არეულობა იყო. დახლებიდან გადმოყრილი იყო პროდუქტები. დიდი სისხლის გუბეები იდგა“.
ზვიად ნოზაძე - უფროსი გამომძიებელი:
„მრავლობითი ჭრილობები ჰქონდათ. გარდაცვლილები 67 წლის ენვერ ტურაშვილი და მეუღლე 50 წლის ირმა თიგიევი იყვნენ. დევნილ ცოლ-ქმარს ფართი ჰქონდათ დაქირავებული და მაღაზიას ამუშავებდნენ. ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.
ნანახი იყო მასრები. ერთი გარდაცვლილის თავთან იყო, ერთი - გარეთ.
სავაჭრო დახლზე იყო უჯრა სადაც ნავაჭრი თანხა უნდა ყოფილიყო და არ დაგხვდა, მხოლოდ ხურდები ეყარა.
ენვერი, როგორც მისი ახლობლები ამბობენ, შრომისმოყვარე კაცი იყო. სულ შრომობდა და უკონფლიქტო იყო. ქალბატონს შვილი არ ჰყავდა, მამაკაცს კი - 2“.
შვილი:
„პატიოსანი და წესიერი იყო. არავისთვის არასდროს უწყენინებია. ძალიან ვუყვარდი. 8-ის 15 წუთზე აღებდნენ მაღაზიას და 11-ზე კეტავდნენ. ისინი დევნილები იყვნენ. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დოს დატოვეს ახალგორი. სიმსივნეც ჰქონდა. ისრაელში გვყავდა და მკურნალობდა. ქიმიებს იკეთებდა. ბოლო პერიოდში ექიმთან რომ მივიდა უთხრეს განიკურნე და ბრძოლა ვერაგ დაავადებას მოუგეო“.
გამომძიებელი:
5 გამჭოლი ჭრილობა, 1 თავში. აგრეთვე დაზიანება ჰქონდა სახის არეში რაც მეტყველებდა იმაზე, რომ კონდახი ჰქონდა ჩარტყმული.
კამერაზე დაფიქსირდა რომ 22 საათზე შესული ადამიანის სილუეტი უკან არ დაბრუნებულა.
მოქალაქე - რევაზ ნავროზაშვილი მოწმის სტატუსით დაიკითხა, რადგან მკვლელობამდე 15 წუთით ადრე იყო გაჩერებული კონკრეტულ მაღაზიასთან. მანვე აღიარა, რომ სიგარეტის ყიდვა სურდა, იყიდა კიდეც და გაბრუნდა.
გაბრუნებისას კი ერთი დეტალი გაიხსენა. მერსედესის ფირმის ავტომობილი იყო იქვე გაჩერებული და კაცმა, რომ შენიშნა „სიდენიებში“ ჩაიმალა. აგრეთვე ახსოვდა იმ მანქანის ნომრები, რამაც საქმე გაამარტივა“.
პოლიციის თანამშრომლებმა მოძებნეს მანქანა და ნახეს, რომ იქვე ზაჰესში მეზობლად ეყენა. ავტომანქანა - მამუკა გაფრინდაშვილს ეკუთვნოდა. გაფრინდაშვილი მოწმის სახით დაიბარეს.
მისი თქმით მკვლელობის დროს გარეთ იყო და მძღოლებს ელოდებოდა. ლოდინმა 40 წუთს გასტანა.
გაფრინდაშვილის ჩვენება:
„გარდაცვლილებს გამარჯობა გაგიმარჯოთი ვიცნობდი“.
მოტივის ძიებისას გაირკვა, რომ ენვერი კიდევ ერთ ფართს ფლობდა, სადაც გადასვლა და მაღაზიის თანამედროვედ აღჭურვა, გაფართოება სურდა.
გაირკვა ისიც, რომ გაფრინდაშვილთან დაპირისპირება ჰქონდა ახალი ფართის გამო. გაფრინდაშვილის ალიბიც არ დაუდასტურდა. ნარკოდამოკიდებული იყო. აგრეთვე ჰქონდა ფინანსური პრობლემები და კრიზისიდან გამომდინარე ცუდ დღეში იყო.
ექსპერტიზამ დაადასტურა თუ ვინ იყო მკვლელი. ის მამუკა გაფრინდაშვილი გახლდათ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გენეტიკური პროფილი გაფრინდაშვილისას ემთხვეოდა. აგრეთვე, ვაზნებზე დასტურდება მისი შეხება.
გაფრინდაშვილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მასალა მომზადებულია გადაცემა „პოლიციის ფაილების“ მიხედვით.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „ჩვენ მზად ვართ მიგიღოთ, მიყვარხართ მთელო საქართველო“ - ბუდუ ზივზივაძის მამა