Digest Logo

„ეს რა დაგ­მარ­თეს, რო­გორ გი­ხა­რო­და გოგო მყავ­სო, შენ ახლა გიხაროდა სიცოცხლე, შენი პატარებით უნდა გეხარა“ - ვინ არის ბათუმში საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული ქალი

1711785406
ბათუმში საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული ქალი

ბათუმში საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ორსული მოათავსეს BMS კლინიკაში, სადაც საკეისრო კვეთა გაუკეთეს. რაც შეეხება ახალშობილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

BMS კლინიკაში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

ქალი მარეხი მაკარაძეა. მას ორი შვილი დარჩა, მათ შორის ახალშობილი.

„ჩემო მარეხი, ჩემო საუკეთესო, ვერ ვიჯერებ, ეს რა დაგმართეს, როგორ გიხაროდა გოგო მყავსო, ასე როგორ გაგწირეს, სული მეწვის“

„საშინელება ტრიალებს... უკარგესო გოგო ძალიან დაგვაკლდები“

„რამდენი ადამიანი სიცოცხლე უნდა ემსხვერპლოს ექიმების დაუდევრობას, დასანანია, შედეგია ეს ცხოვრება“.

„არ მინდა დაჯერება იმის მიზეზი, რომ ასე ერთად ვერასდროს ვიქნებით, შენთან ერთად რა უნდა სიკვდილს, შენ ახლა გიხაროდა სიცოცხლე, შენი პატარებით უნდა გეხარა" - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

⭕ბუდუ ზივზივაძის რთული პერიოდი, როცა ნაკრებში არ იძახებდნენ, ბედნიერი ოჯახი, ოცნება და ამბავი სიყვარულისა - „დედა წვიმასა და ქარში გარეთ იდგა და მიყურებდა, როგორ ვთამაშობდი ფეხბურთს…“

⭕წვიმა, ქარი და ელჭექი - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

⭕„მაგ ადგილს კარგად იცნობდა, მთელი ბაკურიანი ჩართულია მის ძებნაში...“ - ზვავში დაკარგულ კაცს ამ დრომდე ეძებენ