Digest Logo

🎥 „მამა გაბრიელი გამომეცხადა და ზუსტად მესამე დღეს, ჩემი ფეხით გადმოვედი ლოგინიდან და გავიარე“ - მამა გაბრიელის სასწაული

1683529586
ნონა გოგოლაური და მამა გაბრიელი

ნონა გოგოლაური მერიკო კარტოზიას გადაცემაში, „ერთი ამბავი მერიკოსთან” მამა გაბრიელთან დაკავშირებულ სასწაულზე საუბრობს და ამბობს, რომ დღეს სწორედ მისი წყალობით დგას ფეხზე.

15 წელი მტკიოდა თავი, გადავიღე სურათი და 13 ცალი სიმსივნე იყო თავის ტვინში მიმოფანტული. მეუბნებოდნენ, რომ წავსულიყავი საზღვარგარეთ, რადგან აქ ვერავინ მიშველიდა. ბელგიაში წავედი, დამეწყო ტკივილები და კლინიკაში გადამიყვანეს. შემდეგ ჩემი მდგომარეობა დამძიმდა და ვეღარ გავიარე. ეს ამბავი 7 წლის წინ მოხდა, წელს ქვემოთ მოვწყდი, 6 თვე ვიჯექი ეტლში. ჩემი მეგობრები მივლიდნენ“, - ამბობს ნონა გადაცემაში.

მისი თქმით, ოჯახის წევრები გააფრთხილეს, რომ გადარჩენის შანსი თითქმის არ იყო.

„ერთადერთხელ ვკითხე უფალს, რა დაგიშავე მეთქი. იმ ღამეს გამოცხადებასავით მქონდა, მამა გაბრიელი მკიდებს ხელს, მაყენებს კრესლოდან და მივყავარ რკინის სცენაზე. წინ იდგნენ სასულიერო პირები და მამა გაბრიელმა ხელები მაღლა აღაპყრო ზემოთ და ორი გზა მიჩვენა. რამდენიმე დღის შემდეგ ვიგრძენი, რომ მარჯვენა ფეხში სითბო ჩაიღვარა, შემდეგ მეორე ფეხშიც. ეს ნამდვილი სასწაული იყო, ვერ ავხსნი ამ ემოციას“, - ამბობს ქალი.

 

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„იტალიელ გიდს დათოსთვის უთხოვია: სახლში დედას მომვლელად ქართველი ქალი მუშაობს და შენთან უნდა დალაპარაკებაო...“ - ჟურნალისტი დათო ტურაშვილის შესახებ ემოციურ ამბავს იხსენებს

🔵ნუცა ბუზალაძის ახალი ფოტოები პუნტა-კანადან

🔵„იქ არანაირი ღალატი არ ყოფილა, არც რამე დამალული. ჩავთვალე, რომ სწორად მოვიქეცი“ - დათო ევგენიძემ მომავალი ცოლის ხელი მის ყოფილ ქმარს სთხოვა