როგორ სთხოვა დათო ევგენიძემ მომავალი ცოლის ხელი მის ყოფილ ქმარს - ამის შესახებ მუსიკოსი დათო ევგენიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
როგორც თავად ამბობს ეს ჩვეულებრივი ამბავია და მასში განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ხედავს.
- ნინო რომ ცოლად მოგყავდათ, მისი ხელი მის ყოფილ ქმარს სთხოვეთ?
– ეს ჩვეულებრივი რაღაც მგონია.
– ჩვეულებრივი რაღაც როგორ არის – ყოფილ ქმარს მომავალი ცოლის ხელს სთხოვ. რატომ?
– არა, არა. ნინო უკვე დიდი ხნის გაშორებული იყო თავის ქმართან, მე – ჩემს ცოლთან. ის იყო თავისუფალი ადამიანი, მეც – თავისუფალი. იქ არანაირი ღალატი არ ყოფილა, არც რამე დამალული. ჩავთვალე, რომ სწორად მოვიქეცი, იმიტომ რომ მე მასთან ურთიერთობას ვაგრძელებდი, ვმეგობრობდით და არამარტო ნინოსთან, მის ოჯახთანაც. მივედი და ვუთხარი.
– და რეაქცია?
– ის რეაქცია იყო, რასაც ველოდი. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენს ამბავს ნორმალურად შეხვდებოდნენ. იმ ადამიანს უკვე თავისი ოჯახი ჰქონდა. რა აგრესია უნდა ყოფილიყო? თუ ადამიანი შემიყვარდა, იმ წუთიდანვე ვიცი, რომ მასთან ცხოვრება მინდა. ასეთი ვარ ბუნებით. აქაც ზუსტად ასე იყო.
🔵 ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ჩემთვის ანდერძში დაუტოვებია, დიდი საჩუქარია...” - რას წერს გიორგი კეკელიძე
წყარო: tbiliselebi.ge