ჟურნალისტი ნინჩო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში მწერალ, დათო ტურაშვილთან დაკავშირებით იტალიაში თავს გადამხდარ ემოციურ ამბავზე წერს.
„მოკლედ ამ ნოემბერს ნეაპოლს ესტუმრა დათო ჩვენს სტიპენდიატებთან ერთად - ყველას კარგად გახსოვთ.
ჰოდა, გიდი ახლდა ჩვენს ავტობუსს, იტალიელი ქალი იყო გამოყოფილი გიდად - მოკლედ ისეთი ტური ჩაატარა დათომ, ნამდვილი მასტერკლასი. ყველა ქვის და კოლონის ისტორია იცოდა ზეპირად.
ამ ქალს საუკეთესო დასვენება მოუწყვია თავის თავისთვის, გადაუდვია ფეხი ფეხზე. სულ დეტალებში უსწავლია თავიდან ნეაპოლის ისტორია დათოს მონაყოლიდან.
რომ დასრულდა ექსკურსიები, გაგიჟებულ გიდს უთქვამს დათოსთვის - ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, იტალიის ისტორია შენზე უკეთ რომ იცოდესო….
მერე უთხოვია:
სახლში დედას მომვლელად ქართველი ქალი მუშაობს ჩემთან და შენთან უნდა დალაპარაკებაო.
უსაუბრია ქართველ ემიგრანტს დათოსთან ბევრი, რო დაუკიდია ტელეფონი - გიდიც ტიროდა თურმე და ჩვენი თანამემამულე ქალიც - იმდენი სიყვარული უხსნია ამ ქალს, ისე მოფერებია დათოს.
„შენ არ იცი მე ახლა ვის ველაპარაკეო”, უთხრა იტალიელ გიდს, რომელიც კიდევ უფრო დაუბნევია ამ ყველაფერს“,- წერს ჟურნალისტი.
ასევე საინტერესოა:
🔵ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილი 21 სექტემბრამდე აუცილებლად აგისრულდებათ - როგორ უნდა მოიქცეთ ამისთვის
🔵„20 მარტს შეგიძლიათ შეუდგეთ კოსმიური ახალი წლის სამზადისს“ - რა უნდა გავაკეთოთ ამ ღამეს?