Digest Logo

„მამა გადასახლებაში იყო, დედა ცდილობდა ჩემთვის ლუკმაპური ეჭმია, ისე გავიზარდე სანტა კლაუსი არ მყოლია...“ - გივი სიხარულიძე ბავშვობას იხსენებს

1661081810
გივი სიხარულიძე

გამოცემა „თბილისელებთან“ საუბრისას მსახიობი გივი სიხარულიძე ბავშვობის წლებს იხსენებს.

როგორც თავად ამბობს გაჭირვებაში გაიზარდა და ფულის ყადრიც იცის.

„ძალიან გაჭირვებაში გავიზარდე. მამა გადასახლებული მყავდა. ვიცოდი, რა იყო ფული და როგორ ძნელად იშოვებოდა. ვხედავდი, როგორ წვალობდა დედაჩემი. განა ბევრისთვის, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემთვის ლუკმაპური ეჭმია.

ყველას ჰყავდა სანტა-კლაუსი – მშობელი ღამე რომ გიდებს საჩუქარს ჩუმად და დილით გეუბნება, ეს სანტა კლაუსმა მოგიტანაო, ხომ იცით?! მე ისე გავიზარდე, სანტა კლაუსი არ მყოლია. ვინ იქნებოდა ჩემი სანტა კლაუსი? შიმშილსა და გაჭირვებაში გავიზარდე.

მერე როცა დიდი გავხდი, ღმერთმა გამომიგზავნა უზბეკი კაცი, რომელიც ცხრა წელი საბჭოთა კავშირის ელჩი იყო იაპონიაში.

პროფესორი, აკადემიკოსი, უდიდესი მეცნიერი და დიდი ბიზნესმენი – ფათახ შადოევი, რომელსაც ვუთხარი: ალბათ, მთელი ცხოვრება იმიტომ არ მყოლია სანტა კლაუსი, რომ ღმერთი მამზადებდა ყველაზე დიდი სანტა კლაუსისთვის, რაც კი ამქვეყნად არსებობს-მეთქი.

ეს კაცი ყველანაირად გვერდით დამიდგა. თუ მე ამხელა წოდებები მაქვს – საქართველოს ხელოვნების და კულტურის ქურუმი ვარ, ღირსების ორდერის კავალერი, რაინდის წოდება მაქვს, დამსახურებული არტისტი, ნიკო ლორთქიფანიძის პრემიის ლაურეატი. უამრავი პრემია მაქვს მიღებული და სამას ლარს რომ მაძლევ პენსიას, შევაფურთხე ყველა მთავრობას და მის მოცემულ ყველაფერს. ერთადერთი, ვის მიმართაც დიდი სიყვარულით ვარ განწყობილი, რადგან ეროვნული კაცია და ჩემი ქალაქი გამილამაზა, ეს არის კახი კალაძე.

ეს კაცი ძალიან მომწონს, ამას გულით ვამბობ. დანარჩენი – არა. მე ოპოზიციონერი არ ვარ და ვერც ვიქნები. როცა ოპოზიციონერი ხარ და რაღაცას ყვირი, მაშინ უნდა შეგეძლოს, შენ რომ მოხვალ, უკეთესად გააკეთო და ამაზე ხელი უნდა მოაწერო. მაგრამ სინამდვილეში, ისინი ყველანაირ გოთვერნობებს და მამაძაღლობებს აწყობენ, რომ მთავრობაში მოვიდნენ და მერე ხალხი ფეხებზე დაიკიდონ“, - ამბობს სიხარულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ვიღაცამ დამიწერა კომენტარებში - ლაშა ნაკაიძე თქვენიანი იყო და კაცურად არ უნდა გაგეწირათო... ეს „კაცობა” მე სხვანაირად მესმის“ - რას წერს ბექა ყორშია

🔵„ისეთ რაღაცებს მთხოვენ... ვარ თანამდებობაზე, შემიძლია რაღაც, მაგრამ ყველაფრის გადაწყვეტის უნარი არ შემწევს“ - რას ამბობს ზურა ხაჩიძე

🔵„კიბო ჰქონდა და ექიმებმა უთხრეს, თუ შვილს გააჩენდა, მაშინვე დაიღუპებოდა... გაუჩენია გოგო და ერთ თვეში გაფრენილა“ - ნანა აკობიძე ტრაგიკული ისტორიაზე წერს

წყარო: tbiliselebi.ge