Digest Logo

🎥 „მანდ არ უნდა ცხოვრობდე, ჩემთან წამოდიო და თავისთან შემიკედლა...“ - ვინ არის და როგორ შეიფარა მერაბ დვალიშვილმა მანქანაში მცხოვრები ბიჭი

1708534624
მაგდი ამაჩოვი

ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო თუ ვიდეო პოსტებში, ხშირად შეხვდებით ახალგაზრდა დაღესტნელ ბიჭს, რომელიც მერაბთან ერთად საკმაოდ ხშირად ჩნდება.

ის 22 წლის სპორტსმენი მაგდი ამაჩოვია, რომელსაც თავისუფალ ჭიდაობაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ერთ-ერთ პირდაპირ ჩართვაში, მაგდი ამაჩოვი მერაბ დვალიშვილზე გაოცებული, აღტაცებით საუბრობს და გვიყვება იმ სიკეთეზე, რაც მებრძოლმა მისთვის გააკეთა.

როცა მერაბმა გაიგო, რომ ამაჩოვი მანქანაში ცხოვრობდა, ოთახი დაუთმო და სახლში უსასყიდლოდ შეიფარა.

„დარბაზში მკითხა, სად დაბინავდიო, მე ვუთხარი ახლახან ჩამოვედი მეთქი, დარბაზში დიდი პანორამული ფანჯრები იყო და ჩემი მანქანა ჩანდა, მე ვუთხარი აი, აქ დავბინავდი მეთქი, მანქანაში, პარკინგზე.

მას გაეცინა და მითხრა, მანდ არ უნდა ცხოვრობდე, ჩემთან წამოდიო და თავისთან შემიკედლა.

არც კი მიცნობდა, მხოლოდ ჩემი ერთი ვარჯიში ჰქონდა ნანახი, ალბათ პოტენციალი დაინახა ჩემში.

მივედით სახლში, დიდი სახლი აქვს და მითხრა ჩემთან იცხოვრეო“, - ამბობს მაგდი ამაჩოვი.

 

@tomaaa_777 #merabdvalishvili #ufcgeorgia #მერაბდვალიშვილი #ფორიუმეთქიიიიიიიიიიიი💖 #ძმობა #სიკეთე #magdiamachov ♬ original sound - follow me

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„სულ რომ არ დაეკარებინათ პირი, ბავშვი საშინელ სტრესში ჩავარდებოდა“- რა გადახდა თავს გურამ შეროზიას?

⭕ვასო ფხაკაძისა და ლიკუნა მეტრეველის შვილი იუბილარია - როგორ აღნიშნეს ნინას დაბადების დღე

⭕ნატა ბერეჟიანს შვილი შეეძინა - ცნობილია რა დაარქვა მსახიობმა ახალშობილს

⭕თიკა ჯამბურია ბუდაპეშტში დასთან ერთად მოგზაურობის კადრებს აქვეყნებს