Digest Logo

🎥 მართლმადიდებლობა და მედიტაცია: ეწინააღმდეგება თუ არა ერთმანეთს სულიერი პრაქტიკები? ალექსანდრე ჯორჯიკიას განმარტება

1793088325
ალექსანდრე ჯორჯიკია

ტრანსცედენტული მედიტაციის სპეციალისტი ალექსანდრე ჯორჯიკია „სალომე კასრაძის პოდკასტში“ საზოგადოებაში მედიტაციის შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებზე საუბრობს.

მისი თქმით, მართლმადიდებლობა მედიტაციას სინამდვილეში არ ეწინააღმდეგება, რადგან ორივე მათგანი თვითშემეცნების პრაქტიკაა.

როგორც იგი აღნიშნავს, ამ თემის გარშემო არსებული შიშები და სტერეოტიპები ძირითადად საზოგადოებაში არსებულ დაშინების ნარატივებსა და ფანატიზმს უკავშირდება:

მართლმადიდებლობა და მედიტაცია

ალექსანდრე ჯორჯიკია: „მართლმადიდებლობა არანაირად არ ეწინააღმდეგება მედიტაციას, რადგან ერთიც და მეორეც თვითშემეცნების პრაქტიკაა. ნარატივები, რომლებიც ამ თემის გარშემო ჟღერდება, უფრო დაშინებას ჰგავს.

ზოგჯერ გვგონია, რომ ვლოცულობთ, მაგრამ გული სხვაგანაა, სწორედ აქ იწყება ფანატიზმი. ფანატიზმი ნიშნავს, როდესაც ან თეორიული ცოდნა გაკლია, ან გამოცდილება. მედიტაციის შემთხვევაში ორივე ერთად ხდება, რადგან ის მდგომარეობაა, როცა ყველაფერს თავად შეიგრძნობ და აგემოვნებ. აუცილებლად უნდა მოჰყვეს თეორიული გააზრებაც, რომ ფანტაზიებში არ წავიდეთ.

მედიტაციის შესახებ უფრო დაშინებული მოსაზრებებია, ვიდრე რეალობა. არადა, ჩვენი რელიგია ამას არ უარყოფს - ათონის მთაზე ბერებიც ზუსტად იგივე შედეგს იღებენ, რაზეც სერაფიმ საროველი საუბრობდა: „ნამდვილი ლოცვა იწყება მაშინ, როცა ის ერთ სიტყვაში მთავრდებაო“. ვისაც ჰგონია, რომ რამე რამეს ეწინააღმდეგება, ჯობია, საკუთარ თავში უფრო ღრმად ჩაიხედოს“.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დიდი გულისტკივილია, რომ თაკოს მშობლები არ ჰყავს... გავუწევ დედობას...“ - ილია სულამანიძის დედა

🎥 რა ხდება „ქრისტეს ასაკში“? - ალექსანდრე ჯორჯიკიას გზა თვითშემეცნებისა და კრიტიკული პერიოდების შესახებ

⭕ „დღემდე ჩამესმის შენი სიტყვები...“ - ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

✕