ბიოენერგეტიკოსი, აღმოსავლური გამაახალგაზრდავებელი და ფსიქოენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი მამუკა მანგოშვილი „იუთუბის“ არხზე პოდკასტში -„ცის სარკე“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც თავის საინტერესო პრაქტიკაზე ისაუბრა და საზოგადოებას ცხენის წლისთვის, საინტერესო რეკომენდაცია გაუზიარა:
„ბავშვობიდან სპორტში ვარ და სულ მინდოდა, სამყაროდან ისეთი თვისებები მომეზიდა, რაც სხვას არ ჰქონდა. 90-იანების დასაწყისში იოგა დავიწყე, წიგნები წავიკითხე და ერთ-ორი წლის შემდეგ შევეშვი, რადგან მივხვდი, რომ ეს პრაქტიკა ჩემს ქართულ მენტალიტეტში არ ჩაჯდა.
შემდეგ დაოსური ცოდნით, „ტაი-ჩით“ დავინტერესდი და ენერგიის აღდგენაზე ორიენტირებული პრაქტიკების შესწავლა დავიწყე. შევქმენი კურსებიც. კი, არსებობენ მასწავლებლები, მაგრამ კართან რომ მიგიყვანს, შიგნით შენ თვითონ უნდა შეხვიდე. სულ დაზომბებული ვერ იქნები და სხვაზე დამოკიდებული.
ერთჯერადი არაფერი მუშაობს - მთელი სხეულით უნდა აკეთებდე იმას, რასაც აკეთებ.
ცალკე თემაა, თითქოს, რეპროდუქციული მედიცინა, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი ცხოვრების მთლიან არსში ერთიანდება. მაქვს შეხვედრები და მარტივად ვასწავლი ადამიანებს იმას, რაც სჭირდებათ. ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ არ დაიტვირთონ - გვაქვს 10-15-წუთიანი სავარჯიშოები, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ზონის განახლებას უწყობს ხელს.
რატომ დავინტერესდი წმენდებით? წიგნში წავიკითხე, რომ დედამიწა ძალიან დაბინძურებულია, ირგვლივ ემოციური ნაგავია და ადამიანებიც ვამატებთ ამ ნაგავს.
შემდეგ დაკვირვებით მივხვდი, რომ მართლაც ასეა და ოჯახის სივრცის, შემდეგ კი სამსახურის „აურის“ გაწმენდით დავიწყე. იქ, სადაც ვცხოვრობთ, ვალდებული ვართ ეკოლოგიურად ვიცხოვროთ.
ყოველთვის ვიწყებთ სივრცის გაწმენდით, შემდეგ გადავდივარ ქალაქზე, ქვეყანაზე, პლანეტასა და საბოლოოდ მთელ სამყაროს მოვიცავთ“, - ჰყვება მამუკა მანგოშვილი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
აგრეთვე დაგაინტერესებთ: