მომღერალი თამარ მეჭიაური ყველასათვის ცნობილია მისი სუპერპოპულარული ჰიტით „მოღალატე“. თუმცა, საზოგადოების მცირე ნაწილმა თუ იცის, რომ ის პარლამენტარ თამაზ მეჭიაურის ყოფილი მეუღლეა.
ამბობს, რომ მისი შემოქმედების ყველაზე პოპულარული სიმღერა ყოფილ ქმარს არ ეძღვნება.
გამოცემა „კვირა პლუსთან“ მომღერალი ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ესაუბრა. აგრეთვე გაიხსენა, როგორ აუხსნა ჯარიდან დაბრუნებულმა მეჭიაურმა სიყვარული.
ქორწინებაში 5 წელი დაყვეს და ერთი ვაჟი შეეძინათ.
თამაზის გაცნობა და დაოჯახება
„თამაზი რაიონში გავიცანი, სადაც ცხოვრობდა. მაშინ მე-9 კლასში ვიყავი, ის უკვე სტუდენტი იყო. ეს ურთიერთობა თიანეთში დაიწყო, და შემდეგ გაგრძელდა მიწერ-მოწერით… მალე ჯარში წავიდა და, როგორც კი ჩამოვიდა, ძალიან მალე, თითქმის ერთ თვეში დავქორწინდით.
წერილებით დაწყებული ჩვენი ურთიერთობა გრძელდებოდა… როდესაც ადამიანი გაკითხავს ჯარში წასვლამდე და შემდეგაც, როცა სავალდებულო სამხედრო მოვალეობის მოხდის შემდეგაც შენთან მოდის, ეტყობა, აქვს ის დიდი გრძნობა. ზოგადად, არ ვარ ამბიციური თვითდაჯერებული ტრაბახა, რომ ისე წარმოვაჩინო მისი, ან ჩემი გრძნობები.
ძალიან კარგი და ძალიან ყურადღებიანი ქმარი იყო, ძალიან მხიარული, მეგობრების მოყვარული. ჩვენს ოჯახში ყოველთვის მისი მეგობრების თავყრილობები იმართებოდა. ისინი ჩვენ ხშირად გვსტუმრობდნენ და თავს ძალიან კარგად გრძნობდნენ. მხიარული და ძალიან შეხმატკბილებული ოჯახი გვქონდა. ერთად, ჩვენ 5 წელი ვიცხოვრეთ.
კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა იყო ოჯახის დანგრევის მიზეზი. კონფლიქტები ნამდვილად არ ყოფილა. პირიქით, ძალიან თბილი და გულისხმიერი პიროვნება იყო.
თუმცა, რაღაც მოხდა და რაღაც მომენტში ერთმანეთს ვერ გავუგეთ. მე თბილისში წამოვედი, ის თიანეთში დარჩა, სადაც იმ პერიოდში ასწავლიდა. ამ დროს კონსერვატორიაში შემქონდა საბუთები, ისე მოხდა, რომ ერთი წელი ცალ-ცალკე დავყავით და ეტყობა, მაშინ ურთიერთობა გაცივდა. ოჯახი, ზოგადად, ერთად უნდა იყოს.
სახეზე ნაიარევის ისტორია
ეს ჩემს შემდეგ მოხდა, როგორც ვიცი, რაღაც შემთხვევითი ამბის გამო. ზუსტად არ მახსოვს, გაშველების თუ ავტოავარიის დროს. ის ზუსტად ვიცი, რომ შემთხვევითი შრამია. როგორც მახსოვს, სავარაუდოდ, ეს რაღაც ქუჩური გარჩევის დროს მოხდა, რა დროსაც ის არაფერ შუაში იყო და მხარეებს აშველებდა. როგორც ვიცი, იმ მომენტში ღრმა ჭრილობა არ ჰქონდა. ახალგაზრდობის პერიოდის ნამდვილად არ არის, ბოლო პერიოდის, ალბათ 10-15 წლის წინანდელი შრამია.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵შეუთავსებელი და ამავე დროს ერთმანეთისთვის მიმზიდველი წყვილები - ნახეთ, ჩამონათვალი
წყარო: plus.kvira.ge