Digest Logo

შეუთავსებელი და ამავე დროს ერთმანეთისთვის მიმზიდველი წყვილები - ნახეთ, ჩამონათვალი

1645187801
ქალი

ალბათ, ბევრისთვის არის ნაცნობი სიტუაცია, როცა ვინმეს გაიცნობ და თქვენ შორის გარკვეული „ქიმია“ ჩნდება, ამ ადამიანით თითქოს შეპყრობილი ხდები. ვნება ხშირად სწრაფად გვიზიდავს, მაგრამ ასევე სწრაფად ცხრება.

როგორც წესი, ასეთი ურთიერთობები დიდხანს არ გრძელდება და თუ გრძელდება, ფიზიკურ ლტოლვაზეა დამყარებული.

ასეთი მიზიდულობა ურთიერთობების დასაწყისში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ ადამიანების შეთავსებადობა სხვა რამეს ეფუძნება.

გაგაცნობთ წყვილებს, რომლებიც ერთმანეთს ძლიერ იზიდავენ, მაგრამ, ამავე დროს, შეუთავსებელნი არიან.

1. ვერძი და მორიელი

ვერძსა და მორიელს შორის ხშირად წარმოიქმნება ხოლმე ცეცხლოვანი სასიყვარულო ურთიერთობები. ორივე ნიშანს მარსი - სექსის, აგრესიისა და ენერგიის პლანეტა მართავს.
მათ შორის ისეთი ვნება ჩნდება, რომ ერთმანეთს ვერ წყდებიან. ვერძი მამაკაცი მთლიანად ეშვება რომანში. ქალი მორიელი მას აუღელვებელი ქცევითა და ფარული ვნებით „აბამს“. ქალის მაცდურობა მამაკაცის სისუსტე, ხოლო მამაკაცის თავდაჯერებულობა - ქალის სისუსტე გახდება. ვერძ ქალსა და მორიელ მამაკაცს ერთმანეთში მუდმივი დაძაბულობა ექნებათ.

2. სასწორი და თევზი

როდესაც მეოცნებე თევზი იდეალისტ სასწორს ხვდება, მათ შორის ორივეს ფანტაზიაზე დაფუძნებული რომანი ჩაღდება. რეალობიდან გაქცევის მისწრაფება შექმნის იდილიას, რომელიც შენიღბავს პრობლემებს მათ სრულ უარყოფამდე.

ეს სიყვარულით აღსავსე ერთ-ერთი ყველაზე რთული შერწყმაა. ორივე ნიშანს სურს, მეორე სენტიმენტალური ჟესტებით გააბედნიეროს.
თევზები აიძულებენ სასწორებს იფიქრონ, რომ ისინი მათთვის არიან შექმნილი, თუნდაც ეს მხოლოდ გარეგნულად ჩანდეს ასე.

სამწუხაროდ, როდესაც ცხოვრებაში სირთულეები ჩნდება, ორივე ნიშანი მას თავს აარიდებს და რეალობიდან გაქცევას შეეცდება.

3. ლომი და კურო

ლომსა და კუროს შორის გულისხმიერი და სენტიმენტალური ურთიერთობები ჩნდება. ეს წყვილი საკუთარი გრძნობების სახალხოდ წარმოჩენით ყველას აღიზიანებს. ლომს, რომელსაც მზე მართავს, ყველას აღტაცება სწყურია იმ დროს, როდესაც კუროს, რომელსაც ვენერა მართავს, უბრალოდ, კომფორტული ცხოვრება სურს.

ლომს კუროს მგრძნობიარობა მოსწონს, კურო კი აღფრთოვანებულია იმით, რომ ლომს შეუძლია მას თავი საყვარელ და განსაკუთრებულ არსებებად აგრძნობინოს.

ისინი ერთმანეთის ერთგული იქნებიან, მაგრამ ორივე ძალზე ჯიუტია და არც ერთს არ სურს, თავის ჩვეულებებს უღალატოს. ისინი არ თანხმდებიან ცვლილებებს, რომელსაც შეუძლია ლომის სიამაყისა და კუროს თვითკმაყოფილების შელახვა.

როცა რაიმე გეგმის მიხედვით არ მიდის, არც ერთი არ არის მზად, რომ საკუთარი დანაშაული აღიაროს. ორივე ყველაფერს თავის ნებაზე აკეთებს, ამიტომ მათი ურთიერთობაც, როგორც წესი, კონფლიქტით მთავრდება.

4. მშვილდოსანი და ქალწული

ეს ნიშნები ერთმანეთს აწონასწორებენ, მაგრამ, ამავდროულად, ერთმანეთის ჭკუიდან გადაყვანა შეუძლიათ. მშვილდოსანი თავისუფალი და შედარებით მსუბუქია, მას უყვარს აქეთ-იქით ყურება და ახალი ადგილებისა და ადამიანების მოძებნა. ქალწული კი ბუნებით თავშეკავებულია და რომანის არაგონივრულად გაბმა არ ახასიათებს.
მშვილდოსანი ქალწულს შებოჭილობის მოხსნაში დაეხმარება, მაგრამ ხანდახან მას არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ქალწული, თავის მხრივ, მშვილდოსანს არაგონივრული საქციელისგან შეაკავებს და შედეგებზე დაფიქრებას აიძულებს.

ამ ორი ნიშნის ურთიერთობა მუდმივად ერთმანეთისკენ ლტოლვასა და უარყოფაზე იქნება დამყარებული, რაც მათ სექსუალურ ურთიერთობას განუმეორებლობას მიანიჭებს. როგორც წესი, ეს ნიშნები ერთმანეთს ყმაწვილობისას იცნობენ და, მიუხედავად განსხვავებულობისა, ერთმანეთთან რჩებიან.

5. თხის რქა და მერწყული

ეს ნიშნები ერთმანეთს უკავშირდებიან, რადგან ერთი თანამმართველი პლანეტა - სატურნი ჰყავთ, ეს კი შეზღუდვებისა და კარმის პლანეტაა.

თხის რქა ტრადიციების ერთგულია, პატივს სცემს წესებსა და საზღვრებს და ამავეს ელოდება სხვებისგანაც. მერწყული მეამბოხეა, რომელიც ვერ იტანს საზღვრებს და ყოველთვის მათ დარღვევას ცდილობს.
თხის რქები ყოველთვის ჯენტლმენივით ან დახვეწილი ლედივით იქცევიან ხალხში, მაგრამ მათ საიდუმლო მიდრეკილებები აქვთ, რომელზედაც არავის აქვს ეჭვი, სანამ მასთან ერთად საწოლში არ აღმოჩნდება. მერწყული თავის უცნაურობებს არ მალავს არც ხალხში და არც ინტიმური ურთიერთობისას, ამიტომ ეს მათ ექსპერიმენტებსა და სიახლეების წყურვილს გაამდიდრებს.

რადგან მერწყული მოულოდნელისგან სარგებელს იღებს, ხოლო თხის რქას კი არ უყვარს მოულოდნელობა, ეს ნამდვილ აფეთქებებს გამოიწვევს როგორც კარგი, ისე ცუდი მნიშვნელობით.

6. კირჩხიბი და ტყუპი

კირჩხიბს განწყობების ცვალებადობა ახასიათებს. წამიერად შეუძლია ბედნიერების მდგომარეობიდან დეპრესიულ განწყობაზე გადავიდეს. ტყუპი უდარდელია, მაგრამ მოსაზრებას ნებისმიერი საბაბით იცვლის. კირჩხიბისა და ტყუპის ურთიერთობა „ამერიკულ მთებს“ წააგავს, რადგან ორივე ნიშანი, როცა ემოციებთან გამკლავებას ცდილობს, არაპროგნოზირებადია.

ტყუპი არცთუ სერიოზულად მიიღებს კირჩხიბის გაღიზიანებას, რადგან ეს ლოგიკური ნიშანია, რომელიც თავით ფიქრობს და არა გულით.

მეორე მხრივ, კირჩხიბს ემოციები და ინტუიცია მართავს. ეს ქმნის წონასწორობას, სადაც ერთ ნიშანს ძლიერი მხარე აქვს, რაც მეორეს არ გააჩნია. მაგრამ ეს იქნება სწორედ მოგვიანებით მათი იმედგაცრუებისა და გაუგებრობის წყარო. ინტიმურ ურთიერთობებში ტყუპი დინებას მიჰყვება, ხოლო კირჩხიბი ჯანსაღ და რომანტიკულ ურთიერთობებს უჭერს მხარს.

7. მერწყული და მორიელი

მერწყული და მორიელი - ეს ის ორი ნიშანია, რომელთაც უყვართ „აკრძალული ხილის“ კვლევა და ისეთ რამეებზე საუბარი, რაზედაც სხვებს ფიქრისაც კი რცხვენიათ. ისინი დაინტერესდებიან ერთმანეთით და მათი საუბრები ხანდახან ღამეებს გაათენებინებს.

ორივე ნიშანი ჯიუტია. კონფლიქტისას ისინი არ არიან მზად დათმობებისა და კომპრომისებისთვის. მერწყული შეიძლება ძალზე ქედმაღალი იყოს, როცა ვინმე მის ფასეულობებს მხარს არ უჭერს, ხოლო მორიელი ვერ იტანს, როცა მას მედიდურად ელაპარაკებიან. ის შეიძლება მდგომარეობიდან გამოვიდეს, თუ მასში არასრულფასოვნების გრძნობას გააჩენენ.
ინტიმურ ურთიერთობებში მერწყული მორიელის სექსუალობას დააკმაყოფილებს, რადგან მთლიანად გახსნილი იქნება სიახლოვისას.

8. სასწორი და მორიელი

მორიელი გულდახურულია და იშვიათად იპყრობს ყურადღებას. სასწორს გასხივოსნებული მზერა და ღიმილი აქვს, რაც გარშემო მყოფთა ყურადღებას იქცევს.
რადგან სასწორი ძალზე კონტაქტურია, ის მორიელს თავისი ნაჭუჭიდან გამოსვლასა და დროის კარგად გატარებაში დაეხმარება. მორიელი ამას დააფასებს, რადგან გაიცნობს ადამიანებს, რომლებთანაც ვერც კი წარმოედგინა, რომ რაიმე საერთო შეიძლება ჰქონოდა.

მორიელი იშვიათად ლაპარაკობს იმაზე, რაც მის თავში ტრიალებს, სასწორს კი ცნობისწადილი ექნება, გაიცნოს ის უკეთ. ინტიმურ ურთიერთობებში სასწორი მორიელს დაეხმარება, თავი იგრძნოს, როგორც საყვარელმა ადამიანმა.
პრობლემები მაშინ ჩნდება, როცა სასწორი მორიელის ყინულივით ცივ საქციელს აწყდება, ხოლო მორიელს გააღიზიანებს სასწორის სურვილი, გამოსტყუოს მას ინფორმაცია, რომლის გამჟღავნება არ სურს.

9. ვერძი და კირჩხიბი

ვერძს უყვარს, როცა თავს გმირივით გრძნობს, ხოლო კირჩხიბს დაცვა და გადარჩენა სჭირდება. ეს განსაკუთრებით იმ წყვილს ეხება, სადაც ვერძი მამაკაცია და კირჩხიბი - ქალი. ქალს მუდამ დახმარება სჭირდება, რადგან ხშირად დაუცველი ჩანს. მამაკაცი კი ბედნიერი იქნება, მიაღწიოს მის სიყვარულს და მის დასახმარებლად ყოველთვის მზად იყოს.

ეს კარგი შერწყმაა ინტიმური ურთიერთობებისთვის, სადაც ვერძი კირჩხიბს ნამდვილ ზღაპარში გადაიყვანს. გარკვეულ დრომდე ეს ვერძს მოეწონება, სანამ არ აღმოაჩენს, რომ არის არსებითი ნაკლი - კირჩხიბის ემოციური დამოკიდებულება.

ვერძებისთვის ჰაერივით აუცილებელია სივრცე და დამოუკიდებლობა, ეს კი კირჩხიბს გაანაწყენებს, რადგან თავს იგრძნობს, როგორც ადამიანი, რომელიც არ უყვართ და რომელიც არასასურველია. ისე, რომ თავადაც ვერ მიხვდება, ვერძი აწყენინებს კირჩხიბს და მერე თავს დამნაშავედ იგრძნობს იმის გამო, რომ არის ის, ვინც არის.

10. თევზი და მშვილდოსანი

ორივე ნიშნის თანამმართველია იუპიტერი - გაფართოებისა და წარმატების პლანეტა. ორივე ნიშანს გარე ძალების იმედი აქვს ცხოვრებისეულ საკითხებში, ორივეს უყვარს ცოდნის შეძენა და ცხოვრების სულიერი სფერო, რაც ინტიმურ სფეროშიც აისახება.

თუმცა მშვილდოსანი მოქმედების ადამიანია და საკუთარ მიზნებს მიჰყვება, როცა იღბალი მის მხარესაა.
თევზი წყლის ნიშანია, რომელსაც სხვა ადამიანების იმედზე ყოფნა უყვარს. მშვილდოსანს ეს აწყობს, მაგრამ არ სურს, შედეგებთან ჰქონდეს საქმე, თუ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს მშვილდოსანს იმედს გაუცრუებს, ხოლო თევზი განაწყენდება, როცა ეტყვიან, რომ თვითონ უნდა გააკეთოს ყველაფერი.

რადგან ორივე ნიშანს ცვალებადობა ახასიათებს, მათ იოლად შეუძლიათ ერთმანეთის ნაკლოვანებებთან შეგუება, მაგრამ მათი მიდგომები არ ემთხვევა ერთმანეთს.

11. ლომი და თხის რქა

ამ ორივე ნიშანს უყვარს სტატუსი და ავტორიტეტი და ეს მათ შორის მიზიდულობას აჩენს. ლომი კეთილგანწყობილი და ვნებიანი ნიშანია მაშინ, როცა თხის რქა - ცივსისხლიანი და პრაქტიკული.

ისინი ყველაფერს სხვადასხვანაირად უყურებენ, თუმცა მათი ფასეულობები ემთხვევა. ლომს ძლიერი ეგო და საკუთარი ღირსების გრძნობა გააჩნია, რომლის შერყევა ადვილია, თუ მას ყურადღებას არ მიაქცევ.
თხის რქა ლომს კონსტრუქციული კრიტიკის მეშვეობით ნაკლს მიუთითებს და ადგილს მიუჩენს. ეს ან აამოძრავებს ლომს, რომელიც მიჩვეული არ არის, რომ ვინმე მასთან ასე შორს მიდიოდეს, ან წყობილებიდან გამოიყვანს. ლომს, თავის მხრივ, თხის რქის ბნელ ნატურაში ბევრი სინათლის შეტანა შეუძლია.

თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული წყვილია, რადგან ერთმანეთის მოლოდინებს ძნელად თუ ამართლებენ.
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

12. კურო და სასწორი

ამ წყვილში განსაკუთრებული რომანტიკული სული იტრიალებს, რადგან ორივეს პლანეტა ვენერა მართავს. ვენერას მშვენიერება და ჰარმონია სურს, რაც, ერთი შეხედვით, შეთავსებადობისთვის კარგი საფუძველი შეიძლება გახდეს.
თუმცა, კუროს კომფორტი სჭირდება და ის ტაქტილურ (შეხებით) აღქმასა და გემოს ეყრდნობა. ამავე დროს, სასწორს ესთეტიკურად ლამაზი ნივთები უყვარს და მხედველობით აღქმასა და სურნელს ეყრდნობა.

ეს მათ წყვილში მრავალ მგრძნობიარე მომენტს მოიტანს, მაგრამ ორივე ნიშანს მიაჩნია, რომ მეორე დამოკიდებულია. სასწორს ემოციური უსაფრთხოება სჭირდება, ხოლო კურო მესაკუთრე იქნება და მას ფიზიკური უსაფრთხოება სჭირდება. სასწორებს ფლირტი უყვართ, ეს კი კუროსთვის პრობლემა იქნება, რადგან მას უნდა იცოდეს, რომ პარტნიორი მთლიანად მას ეკუთვნის.

13. კირჩხიბი და ლომი

აქ მზისა (ლომის მფარველი) და მთვარის (კირჩხიბის მფარველი) შერწყმასთან გვაქვს საქმე. ორივეს განსაკუთრებული კავშირი ექნება, სადაც ერთი მეორეს შეავსებს, რადგან ისინი ზოდიაქოს მეზობელი ნიშნები არიან. მამაკაც ლომს სურს, კირჩხიბი ქალი მოიპოვოს და მას პრინცესასავით მოექცეს.

კირჩხიბს სახლში ყოფნა უყვარს და ლომს ცხოვრების სიხარულის შეგრძნებებს მიანიჭებს - სიყვარულს, ერთგულებასა და ოჯახურ ფასეულობებს. ამან შეიძლება ხელსაყრელი ურთიერთობების საფუძველი შექმნას, თუ მათ შორის დიდი განსხვავებაა. კირჩხიბს ხშირად აქვს განგაშისა და სიფრთხილის შეგრძნება და თუ ის ლომის მფარველობას დაიწყებს, ამით ამ უკანასკნელს ხელს შეუშლის.

ბუნებით მხიარული ლომი ამას ნეგატიურ თვისებად მიიჩნევს, ეს კი მათ შორის გაჩენილ ცეცხლოვან ნაპერწკლებს ჩააქრობს. ლომი შეიძლება მომთხოვნი იყოს, ეს კი მგრძნობიარე ლომს გაანაწყენებს.

14. მერწყული და თევზი

ორივე ნიშანი საკმაოდ ცნობისმოყვარეა და მზადაა თავგადასავლებისთვის. თავდაპირველად მათთვის ერთმანეთის კომპანიაში ყოფნა საინტერესო იქნება და შესაძლოა, საერთოც ბევრი ჰქონდეთ. თევზი მერწყულთან იმხიარულებს და შეეცდება, ის თავის ფანტაზიებში ჩაძიროს. მოისურვებს ამას მერწყული თუ არა - ეს უკვე სხვა საკითხია.

მერწყულს თავისუფლება სჭირდება და უპირატესობას სამყაროს თავისი წესებით გამოკვლევას ანიჭებს. თევზები ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნიშანია მაშინ, როცა მერწყულს ნაკლებად ემოციურ ადამიანთან ურჩევნია ყოფნა.
ინტიმურ ურთიერთობაში მერწყული კონტროლს, უმეტესად, საკუთარ თავზე აიღებს, ხოლო თევზი მის მორჩილებას დათანხმდება. თუმცა, საბოლოოდ, ორივე ნიშანს ერთმანეთის დაკმაყოფილება გაუჭირდება.

15. ვერძი და თხის რქა

ეს ძლიერი წყვილია, მაგრამ კარგად ერწყმიან ერთმანეთს საქმიან და არა რომანტიკულ ურთიერთობებში.
ორივე ნიშანი ბუნებით ლიდერია, მაგრამ როდესაც საქმე წინსვლას ეხება, ორივეს თავისი მიდგომა აქვს. ეს მიიყვანს ძალაუფლებისთვის ბრძოლასთან, რაც გაართულებს ვითარებას და ერთმანეთის ეგოს შელახავს.

თუმცა, ვერძს ცოტაოდენი კონფლიქტი ესაჭიროება, რათა ინტიმური ურთიერთობისას ნაპერწკალი იგრძნოს, მაგრამ დიდ მეტოქეობას კარგად ვერ გაუმკლავდება.

თხის რქა, ჩვეულებრივ, კარგად აკონტროლებს თავს და წარმატებას გონივრულად და ყველაფრის გათვლით აღწევს მაშინ, როცა ვერძს წინასწარ გათვლილი გეგმა არ გააჩნია.

თხის რქა დედამიწის ნიშანია და ის მეთოდურად იქცევა, მშვენივრად იცის, რა მოხდება. ვერძისთვის კი კომფორტულია, არ იცოდეს და უბრალოდ იფიქროს, რომ ყველაფერი მის სასარგებლოდ შემოტრიალდება.

მასალა მომზადებულია გამოცემა „sputnik-georgia-ს“ მიხედვით.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ტრაგედია ოჯახში, უმძიმესი დიაგნოზი, ურთიერთობა ცოლიან კაცთან და სამჯერ გათხოვება - ეკა კვალიაშვილის სკანდალებით სავსე ცხოვრება

🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს

🔵სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი

🔵შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი

🔵მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება