Digest Logo

„19 წლის გავთხოვდი, 1 წლის ბავშვი დავტოვე საქართველოში და ემიგრაციაში წავედი... ჯოჯოხეთი გავიარე, ოჯახი რომ მერჩინა...“ - „მინიონების“ მფლობელის აქამდე უცნობი ამბავი

1645169203
მეგი მექერიშვილი:

გასართობ ცენტრ „მინიონების“ ერთ-ერთი მფლობელი - თამუნა მექერიშვილი ოჯახისგან საბანკო ვალდებულების დაფარვას ითხოვს, რათა პირადი ქონება ყადაღისგან გათავისუფლდეს.

მას დედმამიშვილებთან კონფლიქტი აქვს. როგორც თამუნას და მეგი მექერიშვილი ამბობს, თამუნას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და წამლებსაც იღებდა.

მათ შორის დაძაბულობა ქონების გამო გაჩნდა, თავიდან კი იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ და საოჯახო ბიზნესსაც ერთად მართავდნენ.

როგორც ცნობილია, მეგი  მექერიშვილი „მინიონების“ ფინანსურ მხარეს განკარგავდა.

მეგი ჯერ ემიგრანტი, შემდეგ კი, სამშობლოში დაბრუნებული, საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი იყო.

მეგი მექერიშვილი:

ბავშვობაში ჩუმი, წყნარი და მოწესრიგებული ვიყავი. მიყვარდა ბიჭებთან ერთად ფეხბურთის თამაში, ველოსიპედები, მანქანები. მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოდან ვარ. 13 წლის ვიყავი, მამამ გერმანიაში რომ დაიწყო სიარული. მანქანები ჩამოჰყავდა, ბიზნესი ჰქონდა. იმ პერიოდში დედას ძალიან სჭირდებოდა მანქანით გადაადგილება. ხან სხვა სოფელში იყო წასასვლელი, ხან ჩვენი პატარა მაღაზიისთვის პროდუქტი ჰქონდა მოსამარაგებელი. თავად ვერ აუღო საჭეს ალღო და მომიწია მანქანის ტარება. ასე რომ, 13 წლის ასაკში უკვე გამართულად ვმართავდი მამას „ჟიგულის“ ფირმის ავტომობილს. ბიძამ და ბიძაშვილმა მასწავლეს ტარება. არ დამავიწყდება, უკუსვლით უნდა გავსულიყავი, საკმაოდ ვიწრო ადგილას და მამამ მითხრა: თუ აქ ისე გახვალ, მანქანას არ გაკაწრავ, მანქანის გასაღებს გჩუქნიო. ისე გავედი, მანქანას მართლაც არაფერი დაზიანებია და მამამ, დანაპირები შეასრულა – 13 წლისას მანქანა მაჩუქა.

ბიძაჩემს დიდი მანქანა „კამაზი“, კომბაინი და ტრაქტორი ჰყავდა. მიტაცებდა ამ ტექნიკის ტარება და ვეხვეწებოდი, დამსვი-მეთქი. გამოცდის ჩასაბარებლად რომ მივედი და ვთქვი C კატეგორიაც მინდა ავიღო-მეთქი, პოლიციაში ალმაცერად შემომხედეს – ფარატინა გოგოს ეს რად უნდაო. მითხრეს: „კამაზი“ დგას ეზოში, თუ დაქოქავ და გაატარებ, მართვის მოწმობას მოგცემთო. რა თქმა უნდა, დავქოქე კიდევაც, წავიყვანე, მოვიყვანე და აღარ ვაჩერებდი. მიყვიროდნენ: გააჩერე, ჩამოდი, გაძლევთ მართვის უფლებასო.

გაოგნებულები დარჩნენ, ჩემგან მსგავს მანევრებს არ მოელოდნენ.

90-იან წლებში გავთხოვდი, გავაჩინე შვილი და თან, ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ჩემი მეუღლე აფხაზეთიდან დევნილი იყო, საკმაოდ შეჭირვებულად ცხოვრობდნენ და ემიგრაციაში, სამუშაოდ წასვლა მომიწია.

მამის ნაჩუქარი მანქანა გავყიდე და წავედი საქართველოდან. 19 წლის გავთხოვდი, 1 წლის ბავშვი დავტოვე საქართველოში და 21 წლის საბერძნეთში გავხდი. საკმაოდ რთული გზა გავიარე – შიმშილი, უყველაფრობა, სტრესი, მონატრება.

ჯოჯოხეთი გავიარე, ოჯახი რომ მერჩინა. ათი წელი გახლდით ემიგრაციაში, პირველი შვილი წავიყვანე და მეორე ბავშვიც გავაჩინე. მეორე ბავშვზე ორსულად რომ ვიყავი, ერთ-ერთი ორგანიზაცია დამიკავშირდა, რომელსაც „წითელი ჯვრის“ ფუნქციები აქვს შეთავსებული. მითხრეს: ახალგაზრდა დედებს ხელს ვუწყობთ განვითარებაში, სულ დამლაგებელი და მომვლელი ხომ არ იქნები, რაც გაინტერესებს იმ კუთხით ცოდნას მოგცემთ და დაგაფინანსებთო.

მოკლედ გამიმართლა, ავირჩიე კულინარია, კერძოდ, ფრანგული სამზარეულო, თავისი კერძებითა და დესერტებით. ორი წელი ვსწავლობდი და შემდეგ, საკმაოდ პრესტიჟულ სასტუმროში „ჰილტონში“ ვმუშაობდი. ფაქტობრივად, კონკიას ზღაპარი გავიარე.

ექვსი თვე ვიმუშავე იქ, შემდეგ კი დაბრუნება მომიწია. არ ვფიქრობდი დაბრუნებას, მაგრამ სამწუხაროდ, ახალგაზრდა მაზლი გარდამეცვალა ლეიკემიით, დედამთილიც შეუძლოდ იყო, ჩვენ გარდა პატრონი არ ჰყავდა და სხვა გზა არ გვქონდა, უნდა დავბრუნებულიყავით. პრაქტიკულად, ისევ თავიდან, ნულიდან, დავიწყე ცხოვრება და უკვე – მეორედ. თუმცა, ეს არ იყო ცხოვრების ნულიდან დაწყების საბოლოო ვერსია.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ თავის დამკვიდრება ძალიან გამიჭირდა. დავიწყე ჩემი სპეციალობით სამსახურის ძებნა, თუმცა, სადაც მივედი სამზარეულოში, ყველგან ხაჭაპურის, ლობიანისა და ხინკლის ცომის ცოდნა მომთხოვეს.

ვიფიქრე, ვისწავლი, სხვა გზა არ არის-მეთქი და ისევ თავიდან დავიწყე სწავლა. 6 თვე ვიმუშავე სამზარეულოში და მერე წამოვედი. მოკლედ, ჩემი შვილები დაპატიჟეს გასართობ ცენტრში დაბადების დღეზე. წავიყვანე და იქ გამიჩნდა იდეა, მსგავსი მეცადა.

იდეა 2013 წელს დავისახე და სულ მალე გასართობი ცენტრის – „მინიონების“, დამფუძნებელი გავხდი. საკმაოდ წარმატებული ბიზნესი ავაწყვე, რაშიც დედა დამეხმარა – ჩვენი პირადი ქონება ჩავდეთ და ბანკიდან თანხა გამოვიტანეთ.

სულ მალე „მინიონების“ ექვსი ფილიალი გვქონდა და 200 კაცზე მეტი დავასაქმეთ. 8 წელი იარსება წარმატებულად, თუმცა, პანდემიაც დაიწყო და დღეს აღარ ვარსებობთ. ბანკმა ჩამოგვართვა, აწყობილი ბიზნესი ერთი ხელის მოსმით დავკარგე და აღმოჩნდა, რომ ცხოვრება ისევ თავიდან, მესამედ უნდა დამეწყო.

მასალა მომზადებულია გამოცემა „თბილისელების“ მიხედვით.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ტრაგედია ოჯახში, უმძიმესი დიაგნოზი, ურთიერთობა ცოლიან კაცთან და სამჯერ გათხოვება - ეკა კვალიაშვილის სკანდალებით სავსე ცხოვრება

🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს

🔵სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი

🔵შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი

🔵მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება