
დღესდღეობით ყველაზე მწვავე თემა, რაზეც კაცობრიობა დავობს „გლობალურ დათბობაა“, რაც კლიმატის ცვლით გამოიხატება. „გლობალური დათბობა“ ხშირად გამხდარა გარემოს დაცვითი სხვადასხვა მოძრაობის მოტივატორი.
ბოლო 100 წელში კლიმატის ცვლილება ადამიანის საქმიანობითაა გამოწვეული, განსაკუთრებით სათბურების აირების გამოყოფით.
აღნიშნული თემის შესახებ ვრცლად გადაცემაში „დილის ტალღა“ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე საუბრობს.
„კლიმატის ცვლილება, ამ საუკუნის მთავარი გამოწვევაა, რაც უფრო დრო გადის ეს თემა უფრო აქტუალური ხდება.
საქართველოში კლიმატის ცვლილებას იწვევს გახშირებული სტიქიური პროცესები, სეზონების გადანაცვლება, ან საერთოდ ამოვარდნა განსაკუთრებით გარდამავალი პერიოდების.
მიზანმიმართულად შეიძლება შეიცვალოს კლიმატი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს რამდენიმეხნიანი, მაგალითად აპრობირებული მეთოდი იყო ე.წ. ღრუბლების გაფანტვა და ა.შ.“, - ამბობს კობა ფარტენაძე.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძალით არ ვიტყლარწები, ასეთი გატყლარწული ვარ შინაგანად“ - ნუკი კოშკელიშვილი