Digest Logo

🎥 როგორ ვიცხოვროთ 100 წლამდე - რას მალავენ ადგილები, სადაც ადამიანები ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ და რა არის ე.წ. „ლურჯი ზონები“

1747293757
„ლურჯი ზონების

როგორ ვიცხოვროთ 100 წლამდე - რას მალავენ ადგილები, სადაც ადამიანები ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ
რა არის ე.წ. „ლურჯი ზონების" დღეგრძელობის საიდუმლო - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ნინი ტაველიძე საუბრობს.

ე.წ. „ლურჯი ზონების“ მოსახლეობა 100 - წლამდე ცხოვრობს.  ეს არის ადგილები, სადაც ყველაზე ასაკოვანი და ჯანმრთელი ადამიანები ცხოვრობენ.

ეს ტერმინი დემოგრაფ მიშელ პულენს უკავშირდება, იგი და მის გუნდი 90-იან წლებში იკვლევდნენ ამ ადგილებს, იმისთვის რომ ეს ადგილები კარგად დაემახსოვრებინათ რუკაზე ნიშნავდნენ ლურჯი მელნით.

მოგვიანებით კი ეს ტერმინი პოპულარული დენ ბიუტნერმა გახადა, რომელმაც ე.წ ლურჯი ზომების ამოხსნა და შესწავლა განიზრახა და გამოსცა წიგნი სახელწოდებით „ლურჯი ზონები.“

ლურჯი ზონის ადგილებია👇

სარდინია (იტალია) - მთავარი ნიშანი ყოველდღიური აქტივობა და ოჯახური სიახლოვეა.

ოკინავა (იაპონია) - მჭიდრო სოციალური წრე ოკინავას მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, რომ სტრესს ადვილად გაუმკლავდნენ.

ნიკოა (კოსტა რიკა) - ჯანმრთელი საკვები და დიდი დროის გატარება გარეთ ნიკოას მაცხოვრებლებს ლურჯ ზონაში აქცევს.

ლომა ლინდა (კალიფორნია, აშშ) - აშშ-ის ერთადერთი ლურჯი ზონის მაცხოვრებლები იკვებებიან ძირითადად მცენარეებით და ყოველი შაბათი მათთვის დასვენებისა და განტვირთვის დღეა. შედეგად, ისინი საშუალოდ 10 წლით დიდხანს ცხოვრობენ მათ თანამოქალაქეებზე.

იკარია (საბერძნეთი) - ქრონიკული დაავადებებისგან თავისუფალი იკარიელები ბევრ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ, გარდა ამისა, მათ ძალიან უყვართ შუადღის ძილი.

მთავარი, რასაც ლურჯი ზონების მაგალითი გვასწავლის არის ის, რომ ჩვენს სხეულებს სჭირდებათ მოძრაობა და ეს შეგვიძლია სავარჯიშო დარბაზში სიარულის გარეშეც, სამსახურში შესვენების დროს 15 წუთიანი გასეირნებით.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოვდივარ შენი გაყინული სხეულის ჩასახუტებლად“ - ცნობილია, მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა, რომელსაც 2 მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე ჰყავდა, ტრაგედიის ახალი დეტალები

⭕მტკვარში გადავარდნილ მანქანასთან ერთად, წყლიდან ორი მგზავრის ცხედარი ამოასვენეს - ეძებენ მესამე მგზავრს

⭕„ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ასევე, ნაპოვნია მამაკაცის და ქალის ცხედრები, რომლებიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე“ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური