
მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით.
ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს საკუთარი თავის მოვლისა და კოსმეტიკის ბრენდიც.
ტელეწამყვანმა ამჯერად სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ არასდროს არ უნდა აჰყვეთ ტრენდებს, სხვის აზრს, „მოდას” და ბულინგს.
„არასდროს არ აჰყვეთ ტრენდებს, სხვის აზრს, „მოდას”, ბულინგს, ყოველთვის შეინარჩუნეთ მეობა!
34 წლის ასაკში მივხვდი
1. მე ვერ გადავიღებ ლამაზი ყავის ფოტოებს
2. ჩემი get ready with me ვერ იქნება დავარცხნილი და ლამაზად დამონტაჟებული
3 ვერ მოვიტყუები, რაღაც დებილური ჰაიპისთვის
4. ვერ დავალაგებ სახლს სხვის მოსაწონად
მაგრამ
1. ჩავიცვამ ყველაზე ბრჭყვიალას და ფუშფუშას
2. ვიცეკვებ სადაც მინდა თუ მომინდა
3. ვიქნები პირდაპირი და გულწრფელი
4. და სხვათა შორის ძალით არ ვიტყლარწები ასეთი გატყლარწული ვარ შინაგანად 🤪💋
ყველაზე ძვირფასი რაც გვაქვს ჩვენი ინდივიდუალურობაა არასდროს დათმოთ, ყველას ვერ მოეწონები, ყოველთვის სჯობს იყო ნამდვილი შენ!!“, - წერს ნუკი კოშკელშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: