
როდის იამაყეთ ყველაზე მეტად მამათქვენით? - ამ მნიშვნელოვან კითხვაზე „შუადღის“ ჟურნალისტმა ზაკ მირიანაშვილმა გულწრფელი და ემოციური სიუჟეტი მოამზადა, სადაც პირად ამბებსა და მამისადმი სიყვარულს უზიარებენ მას ქუჩაში შემთხვევის პრინციპით გამოკითხული სხვადასხვა ასაკის მოქალაქეები.
„გულის ოპერაცია რომ გადაიტანა და ახლა რომ კარგად არის მაშინ. ვფიქრობ, გვიჭირს კი ემოციების გამოხატვა“,
„როცა მამა აღარ გეყოლებათ, ბევრი კითხვა დაგრჩებათ უპასუხოდ, მოუსმინეთ მამებს“,
„ერთხელ მაინც მანახვა, რომ კიდევ მითხრას მნიშვნელოვანი სიტყვები“,
„ძალიან საინტერესო ცხოვრება გვქონდა. მამამ მომცა ისეთი არაჩვეულებრივი რჩევები, ამას მაშინ ვერ ვხვდებოდით ბავშვები. მასწავლა ქვეყნის და სამშობლოს სიყვარული, ფოტოგრაფიაც კი, ეთნოგრაფიულ ფოტოებს იღებდა და ბავშვი რომ ვიყავი ვუყურებდი, დღეს მე ვიღებ“,
„მშობლის პატივისცემას ვურჩევდი ახალგაზრდებს, რადგან დრო არასდროს ბრუნდება“,
„მადლობელი ვარ იმ ყველაფრისთვის რაც მან მაჩუქა, მთავარია გიყვარდეს ადამიანი და უყვარდე მას. მამას დიდი მნიშვნელობა აქვს შვილისთვის. ყველანაირად მამას ვგავარ, ფიზიკურიდან დაწყებული სულიერად და ხორციელად“,- ჰყვებიან მოქალაქეები კამერებთან.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ გვიშლის ხელს სიცხე დაძინებაში? - სპეციალისტის რჩევები
⭕კვარა VS მესი - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „პსჟ“ „ინტერ მაიამის“ შეხვდება