Digest Logo

🎥 მშვენიერების ქართველი სიმბოლო მედეა ჯაფარიძე 101 წლის წინ დაიბადა - უცნობი ფაქტები ეპოქის გამორჩეულ მსახიობზე

1708412537
მედეა ჯაფარიძე

მედეა ჯაფარიძე 1923 წლის 20 თებერვალს დაიბადა თბილისში. იგი იყო კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ასევე მწერლისა და საზოგადო მოღვაწის რევაზ თაბუკაშვილის მეუღლე.

კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მან შექმნა არაერთი უბრწყინვალესი სახე, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული თეატრის უმდიდრეს ისტორიაში.  

მონაწილეობდა ფილმებში: „კოლხეთის ჩირაღდნები“,„ქალიშვილი გაღმიდან“,„ხიდი“, „გიორგი სააკაძე“, „ჯურღაის ფარი“  „აკაკის აკვანი“ „ქეთო და კოტე“ „მწვერვალთა დამპყრობნი“  „ეთერის სიმღერა“  „წარსული ზაფხული“  „იყო შაშვი მგალობელი“ „მზე შემოდგომისა“  „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ 
„გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი“: „სანამ წვიმა გადივლიდეს“ ,„ვამეხი მოდის“.

მსახიობი საკუთარი თვის მიმართ განსაკუთრებული კრიტიკოსი იყო. თუმცა „ქეთო და კოტეს“ ფილმში მონაწილეობამ საკუთარი თავი ყველაზე მეტად მოაწონა. 

საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება მედეა ჯაფარიძის წერილი, რომელმაც რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილს „ქეთო და კოტეს“ პრემიერის შემდგომ მიწერა: „სურათი ძალიან მომეწონა, გილოცავთ და გკოცნით. წარმოიდგინეთ ჩემი თავის მომეწონა“.

1954 წელს ამერიკული გამოცემა ფილმის პრემიერის შემდეგ მსახიობზე წერდა: „ჰოლივუდსაც იშვიათად შეუქმნია რაიმე ასეთი მშვენიერების მსგავსი“.

მსახიობი დოდო ჭიჭინაძე იგონებდა: „როცა უსაყვარლეს მეგობარზე წერ, თვალებზე ბინდი გადაგეკრება. ცრემლებს ვერ იკავებ და კალამი ხელიდან გივარდება... მერე თავს ძალას ატან და გინდა, ყველას გააგებინო, თუ როგორ გიყვარდა ის ულამაზესი და სულიერად უწმინდესი არსება, რომელსაც მედეა ჯაფარიძე ერქვა. თუ ქვეყნად არსებობდა მისი მსგავსი, ვერ წარმომედგინა. ულამაზეს, ნატიფ სახეზე, რომელიც ღმერთმა მას უბოძა, როგორც ღვთიურ დედოფალს, საოცარი ანგელოზური სიკეთის ნათელი ეფინა. კანონზომიერი იყო ისიც, რომ შენი ცხედარი სულის გარეშე არც მე და აღარც აღარავინ იხილა, რადგან სხეული, რაც უნდა მშვენიერი იყოს იგი, სულიერების გარეშე უფეროა. შენ კი, ჩემო ძვირფასო, ისეთი დარჩი, როგორიც გვიყვარდი, როგორიც მოგვწონდი“.

ცნობილი იტალიელი სცენარისტი ტონინო გუერა მოხიბლული იყო მედეა ჯაფარიძის მშვენიერებით: „დღეს, როცა სამყაროში ამდენი რამ ინგრევა და იმსხვრევა, როცა ამდენი საშიშროება ემუქრება კაცობრიობის მშვენიერებას, როცა ასე მოჭარბებულადაა მოძალებული ყველაფერი ყოფითი და მიწიერი, ბედნიერებაა ხედავდე ისეთ ადამიანს, როგორიცაა მედეა ჯაფარიძე, რომლის შემოქმედებითი ნიჭიერება, სულიერი და ფიზიკური მშვენიერება მიიწევს ზევით, მაღალი იდეალებისაკენ და თითქოს შენც მაღლდები, მისი შემხედვარე“.

მსახიობ მედეა ჯაფარიძის წყალობით 120-ზე მეტი ადამიანი გადაურჩა ციხესა და დახვრეტას?! - დეპუტატად მეორედ აღარ აირჩიეს, ხუმრობდნენ: ციხეში პატიმარი აღარ დაგვიტოვაო!

მედეა ჯაფარიძეს განსაკუთრებით უყვარდა მეუღლე რეზო თაბუკაშვილი, რომლის გამოც შექსპირის სონეტებიც კი თარგმნა და მას მიუძღვნა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„მე და ჩემი პატარა კაცი ხარება“ - ლევან გორგაძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

⭕ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ

⭕„ამაყი ვარ, რომ ყველა ასაკში ბევრად მაგარი იყავი, ვიდრე შენი მამა, სანდრო ქავთარაძეს გაუმარჯოს...“ - ნიკა ქავთარაძის ემოციური მილოცვა შვილს

⭕🎥 „ის დათო ევგენიძე, რომელთანაც ამდენი ხანი ნინომ იცხოვრა, ჯერ ბოლომდე დაბრუნებული არ არის...“ - რას ჰყვება დათო ევგენიძე