Digest Logo

„ნაგზული“ ფინიშთან შემთხვევით მოხვდა: ზამთრის ოლიმპიადის დაუპატიჟებელი სტუმარი და „ცნობისმოყვარე“ ძაღლის სახალისო ისტორია

1771483249
ცნობილია ვინ არის ძაღლი, რომელმაც ოლიმპიადაზე მოთხილამურეებთან იასპარეზა🐺

გავრცელდა ცნობები ძაღლზე, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოთხილამურეებთან ერთად გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

გამოცემა NPR-ის ინფორმაციით, ძაღლი სახელად ნაზგული (როგორც ჩანს, სახელი „ბეჭდების მბრძანებლის“ პერსონაჟების პატივსაცემად დაარქვეს) 2 წლის ჩეხოსლოვაკიური მგლის ძაღლია.

ის თამაშების ერთ-ერთი ორგანიზატორის ნათესავებს ეკუთვნის, რომლებიც შეჯიბრების ჩატარების ადგილთან ახლოს ცხოვრობენ.

„ამ დილით ის ჩვეულებრივზე მეტად ტიროდა, რადგან დაინახა, როგორ მივდიოდით. ვფიქრობ, უბრალოდ ჩვენთან ერთად წამოსვლა უნდოდა. ის ყოველთვის ხალხისკენ ისწრაფვის“, - განუცხადა გამოცემას „ნაზგულის“ პატრონმა.

NPR აღნიშნავს, რომ ტრასაზე ძაღლის გამოჩენას შეჯიბრების მსვლელობაზე გავლენა არ ჰქონია.

„გავიფიქრე: მეჩვენება-მეთქი?“, - თქვა ხორვატმა მოთხილამურემ, ტენა ჰაჯიჩმა, რომელიც „ნაზგულს“ ფინიშთან შეხვდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა“ - 19 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 თებერვალს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„ყველაფერი, რასაც დღეს საფუძველს ჩაუყრით, თქვენთან ერთად გაიზრდება“ - 19 თებერვლის კოსმოსური ამბები