Digest Logo

„ნახავთ, რობოტ მომუშავე პერსონალს, მიმტანს, სპორტსმენს, ჯარისკაცს, სადაც ადამიანის ნაცვლად იომებს კიდეც...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე ტექნოლოგიურ განვითარებაზე

1729075129
გიორგი ლობჯანიდძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

ამჯერად ასტროლოგი, მსოფლიოში ტექნოლოგიური ევოლუციისა და სამომავლო პერსპექტივებზე წერს:

„როგორი იქნება მომავალში მსოფლიო?

მოკლედ, ამ დღეებში ეს კითხვა ყველაზე პოპულარული გახდა.

წინ წამოწიეს რობოტების თემა: როგორც იცით, ილონ მასკმა დაადასტურა, რომ შესაძლებელი იქნება სექსუალური აქტი ,,Optimus-თან" Tesla-ს ახალ ჰუმანოიდ რობოტთან.
ამ ყველაფერს, ჯერ კიდევ, წლების წინ ვამბობდი, იმ კოსმოლოგიური ხაზით, რაც იქნებოდა მოსალოდნელი და არა მარტო მე.

ცის კაბადონზე ყოველთვის ამინდს ქმნიან დიდი პლანეტები და მათი ინგრესიები სხვადასხვა ნიშნებში.

ისეთი, ტრანსფორმაციული პლანეტა, როგორიცაა პლუტონი, რომელსაც უდიდესი ძვრები მოაქვს ხოლმე, ფაქტობრივად, 2025 წლიდან ლამის ოცი წელი მერწყულში იმოძრავებს. ეს კი ნამდვილად მოიტანს რობოტების გააქტიურებას და არა მხოლოდ ...

თითოეულ ახალ თემას, აქვს ორი სახე. დადებითი და უარყოფითი.

პირდაპირ ვიტყვი ცხოვრების ამ ეტაპზე, როგორი სიკარგეც არ უნდა ჰქონდეს რობოტს კაცობრიობა არაა მის მისაღებად მზად. განა იმიტომ რომ ცალსახად ცუდია, არამედ, იმიტომ რომ ისევ საზოგადოება იზარალებს ფსიქოლოგიურად ამით.

სულ მალე რობოტები შეგხვდებიან მთელ მსოფლიოში. ნახავთ რობოტ მომუშავე პერსონალს, მიმტანს, სპორტსმენს, ჯარისკაცს, სადაც ადამიანის ნაცვლად იომებს კიდეც და ა.შ.

ერთი მხრივ, თუ რობოტი დამაზღვევს ნებისმიერ საქმეში ამას რა ჯობია, მაგრამ საზოგადოების ცნობიერება ელექტრონულად მართვადი ჰუმანოიდების მისაღებად ამ განვითარების საფეხურით ღრმად შორს არის.
და მეტიც, ისევ ,,ადამიანი" - სხვა ადამიანის (ერის) და ა.შ. საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ მას.

როგორც სჩვევიათ ხოლმე და მერე იქნება ბევრი წუწუნი, თუმცა ასე რომ არ იყოს მკაფიოდ უნდა გაიწეროს მისი გამოყენების პროტოკოლი.

ეჰ, ჯერ სად ვართ, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ეს წლები, რაც იწყება იქნება პიკური ეგზალტაცია.

მფრინავი მანქანები, ასევე რაცაა ჩაშვებული ბადეში და დაიტესტა უკვე ... ზურგზე მობჯენილი დრონისმაგვარი საფრენი მოწყობილობები და უამრავი რამ იქნება სიახლის სახით ... ამას ერთად ვიხილავთ და ამხელა მორიგ ევოლუციურ ნახტომში დიდი კერხერიზაციაც მოგვიწევს, რომ პროდუქტის დადებითი დავიტოვოთ და ნეგატივი უბრალოდ მოვიშოროთ“,- წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ლევან და შენონ ჩერტკოევები შვილს ელოდებიან – ემოციური კადრები

⭕მერკური მორიელის ნიშანში გადავიდა, როგორი იქნება მომდევნო სამი კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის? - ხათუნა ნოელის რჩევები და გაფრთხილება

⭕გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს