13 ოქტომბერს მერკურმა შეიცვალა ზოდიაქოს ნიშანი და სასწორიდან მორიელის ნიშანში გადავიდა. ამ პერიოდში კი მომატებულია ეჭვიანობა, სიღრმეში ჩასვლა და საქმეების გარკვევა, აქტიურად მიდის გონივრული სამუშაოები.
აღნიშნულ ტენდენციებზე, ასტროლოგი ხათუნა ნოელი გადაცემაში „ყოველდღე“ საუბრობს.
„ამ პერიოდში ერთმანეთის მოტყუება რთულია, რადგან ადამიანებში მომატებული ინტუიციაა. ადამიანები ნაკლებად დამთმობები არიან. შეიძლება მოხდეს ძირეული გარდატეხა ბევრ სფეროში.
ვინაიდან მორიელი არის ყველაზე სექსუალური ნიშანი, ადამიანები დაიწყებენ სექსუალურ თემებზე ფიქრებს“, - ამბობს ასტროლოგი.
რაც შეეხება მერკურის ტრანზიტს მორიელის ნიშანში, გავლენას მოახდენს თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე:
♈ ვერძი
შეიძლება გაუჩნდეთ ახალი იდეები და მოიძიონ კონტაქტები ბიზნესის განვითარებისთვის და ახალი საქმეების დასაწყებად. მათ აქვთ შანსი სექსუალური პარტნიორი იპოვონ.
♉ კურო
ფინანსურ საკითხებზე უწევთ ფიქრი და ფიქრობენ როგორ დაალაგონ მეუღლესთან ან პარტნიორთან ერთად ეს პრობლემა.
♊ ტყუპები
მათ მიდგომებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მთავარი საზრუნავი მათთვის იქნება ყოველდღიური რუტინა და ყოველდღიური საქმეები. შესაძლოა ზოგიერთ მათგანს ჯანმრთელობაზე ზრუნვაც მოუწიოთ.
♋ კირჩხიბი
კონტაქტები, კომუნიკაცია და ფარული ამბები, რომელზე საუბარიც არ გსურთ შეიძლება იყოს შთაგონების მომცემი. შესაძლოა დაიძრას სასიყვარულო ურთიერთობები, ვისაც ოჯახი გყავთ ეს პერიოდი დაუთმეთ ბავშვებთან კომუნიკაციას.
♌ ლომი
მეგობრულ ატმოსფეროში აღმოჩნდებით, ასევე მოგიწევთ სტუმრიანობა, შეიძლება თქვენთან მოდიოდნენ სტუმრები ან თქვენ იყოთ მასპინძლები.
♍ ქალწული
ინიციატივები კარიერული საქმეში და ახალი კონტაქტები დაგეხმარებათ წინსვლაში.
♎ სასწორი
ფინანსური საკითხების თემა შესაძლოა საინტერესოდ დალაგდეს განსაკუთრებით თუ იპოვით ისეთ ადამიანებს, ვინც თქვენ იდეას იზიარებენ.
♏ მორიელი
საინტერესო პერიოდია თქვენთვის და რაც შეიძლება აქტიურად იყავით და გამოიყენეთ ეს პერიოდი თქვენთვის მაქსიმალურად.
♐ მშვილდოსანი
მიზნების დასახვის მომენტია, მაგრამ შეინახეთ ეს მიზნები მოვა დრო და ამ მიზნებს აუცილებლად განახორციელებთ, მაგრამ ახლა თავი შეიკავეთ.
♑ თხის რქა
მეგობრული ურთიერთობების პერიოდი გაქვთ, ახლა გჭირდებათ თავისუფლება მეტი დოზით და თუ განათლების მიღებას აპირებთ ახლა კარგი დროა ამისთვის.
♒ მერწყული
ცოტა რთული პერიოდი აქვთ, ამ პერიოდში კარიერასთან დაკავშირებით არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, გამონაკლისი არის მხოლოდ ბიზნესის სფერო, თუ აქ აპირებთ წასვლას მაშინ პერიოდი კარგია.
♓ თევზები
კარგი იქნება თუ უცხოელებთან კონტაქტს დაიჭერენ, როგორც საქმიანი, ასევე პირადი კუთხითაც. ახლა არის თვალსაწიერის გაფართოების და ცოდნის შეძენის პერიოდი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: