Digest Logo

🎥 „ნუ გააგიჟებთ ცოლებს, ქართველმა კაცებმა უნდა მოიცილონ მექალთანეობა!“ - მაია ყუფარაძე ჯადოსა და სასიყვარულო მაგიაზე

1770370094
მაია ყუფარაძე

ეზოტერიკოსი მაია ყუფარაძე სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც 35 წლიანი გამოცდილებით საკუთარ საქმიანობასა და ჯადოების თემას შეეხო.

ცნობილია, რომ ის აშორებს წყევლას, ვუდუს მაგიას და ავ ენერგიებს. ამასთან, ადამიანებს ასწავლის, როგორ დაიცვან თავი ნეგატიური გავლენისგან.

„ჩემი ენერგეტიკული ცოდნით და ნიჭით ვაკეთებ სხვადასხვა შელოცვებს. ერთხელ გოგო მყავდა სტუმრად, რომელიც შვილოსნობაზე იყო მოსული, ორივემ ერთდროულად გადავიპარსეთ თმა. კისტოსზური პრობლემები ჰქონდა. კეპი ვაჩუქე ჩემი, ორი ცალი. ტყუპისცალი ვარ და ტყუპის ენერგია მაქვს მეთქი, ღმერთმა ტყუპები მოგცესთქო და ახლა მეშვიდე თვეში არის ტყუპებზე ორსულად. 

ენერგეტიკული ძლიერი ვიბრაციები მაქვს და წყევლას ყოველთვის ვერიდები. წყევლას ვერ მოიცილებ თუ პროფესიონალმა არ გამოგილოცა. ყველანაირ წყევლას ვაშორებ. „ტიკტოკზე“ ყველა ამბობს მე ვარ და შემიძლიაო. ვუდუს მაგიასაც ვაშორებ და ეს ყველას არ შეუძლია.

კაცებს უფრო მეტი ვუდუს მაგია აქვთ.

ისეთი ტენდენცია წამოვიდა, ქალებზე მეტად კაცები მომმართავენ ხოლმე. ქალებს კიდევ გააჩნიათ, როგორ და რაზე უნდათ კაცი დასაჯონ. ვუდუში შეყვარება არ კეთდება, აქ კეთდება დალენჩება, დადებილება, როგორც ნეკრომანულ ჯადოებში. ვირის ტვინს არაფერი არ შველის, თუ ის მიაღებინეს ადამიანს. რატომ არ ფიქრობენ ამის შემდეგ სად წავლენ. ეს ცოდვები შთამომავლობაზე გადადის. ბევრმა შემომთავაზა ჯადოს კეთება. ვერ გავიყიდები, არ გავიყიდები, ქრისტე ღმერთს ვერ გავყიდი. ისეთი კარგი შვილი მყავს, მასაც ვუფრთხილდები. 35 წელია ამ პროფესიაში ვარ და არ ვიცი, ასეთი რამ რაში სჭირდებათ.

გული მწყდება ქართველ კაცებზე, რადგან მექალთანეები არიან. ნუ ტკენენ ცოლს გულს. ევროპა მოვიარე, ჩაჰკიდებენ საკურთხეველთან ცოლს ხელს და მთელი ცხოვრება ასე არიან. ნუ გააგიჟებთ ცოლებს.

დაფნის ფოთოლი არის არაჩვეულებრივი ენერგეტიკის მცენარე, რომელიც განდევნის ავ სულს, ავ ძალებს, მოაქვს ბედნიერება, სამკურნალო თვისებები აქვს უამრავი“, - აღნიშნა მაია ყუფარაძემ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სიყვარულის დრო მოვიდა...ლიდერი ხდებით“ - მერკურის გადასვლა თევზების ზოდიაქოს ნიშანში: მიხეილ ცაგარელის ატროპროგნოზი

⭕„მაღაზიის საწყობში გაიყვანა და 17 ჭრილობა მიაყენა...“- ფემიციდი გარდაბანში: დეტალები

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში