Digest Logo

🎥 „კარგი დროა ქორწინებისთვის და ოჯახთან ურთიერთობისთვის...“ - როგორი იქნება მარტი: მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი

1772721996
მიხეილ ცაგარელი

რა გველოდება მარტში და როგორი იქნება მიმდინარე თვე ზოდიაქოს თიტოეული ნიშნისთვის? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა.

როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, მარტი გაცილებით უკეთესი იქნება თებერვლის თვეზე და ამ დადებით ენერგიებს ყველა ადამიანი იგრძნობს:

მარტის ზოგადი დახასიათება და მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ:

„მარტი ძალიან კარგი პერიოდია. ერთადერთი საყურადღებო პერიოდი 13 რიცხვიდან 20 რიცხვამდეა. ახალი მთვარე გვაქვს 19-ში. ოდნავ დაძაბულია ეს პერიოდი. მაგრამ მთლიანობაში მარტი ამოგვასუნთქებს.

მარტში არის ავიტამინოზი. ვიტამინების ნაკლებობა. ცოტა მეტი ყურადღება გვმართებს ჯანმრთელობასთან. 20 რიცხვამდე გაგრძელდება თევზების ზოდიაქოს სიამოვნება. თევზები ეს ის ნიშანია, რომელიც არის სიყვარულით სავსე, მგრძნობიარე და სენტიმენტალური.

6 რიცხვში ვენერა, სიყვარულის პლანეტა გადადის ძალიან აქტიურ ფაზაში, ძლიერ ნიშანში, რომელიც არის ვერძი. ეს რომანტიკა იცვლება ვერძის ენერგიებით. გიყვარვარ თუ არა? - ეს არის პირდაპირი კითხვა. პირადში ცვლილებები იქნება.

რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს.

19 რიცხვი - ეს არის რთული დღე ახალმთვარეობისა. ამიტომ უნდა გავიაროთ მსუბუქად და კონფლიქტების გარეშე. ახალი არაფერი არ უნდა დავიწყოთ. ინფორმაცია გადავამოწმოთ.

16 რიცხვი არის მნიშვნელოვანი - რადგან თეთრი მთვარე, მფარველი ანგელოზი სელენა გადადის ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა ვიყოთ წესრიგში. იწყება მოწესრიგების 7-თვიანი პერიოდი. ქვეყანაც უფრო მოწესრიგდება და თითოეული ჩვენგანიც. კოლეგებთან ურთიერთობა ხდება უფრო თბილი და საქმიანი.

20 რიცხვი - მზე ტოვებს თევზების ემოციურ, რომანტიკულ ზოდიაქოს ნიშანს და გადადის აქტიურ და ენერგიულ ნიშანში ვერძში. ასევე გვაქვს დღე-ღამ ტოლობა. საკრალური დღეა. ამ დღეს უნდა ვილოცოთ, ჩავუთქვათ სურვილები და მაქსიმალურად დადებითი ემოციებით ავივსოთ.

20 რიცხვი - ეს არის ასტროლოგიური ახალი წელი. რადგან ვერძით იწყება ზოდიაქოს ნიშნების დასაწყისი. 

20-ში პლანეტა მერკური ხდება სწორად მავალი. ახლა არის რეტროგრადული, ანუ უკან მავალი. უფრო მეტად ხელს შეუწყობს ახალი და მნიშვნელოვანი პროექტების დაწყებას. ახლა თუ გვეუბნება, რომ თავი შევიკავოთ სიახლეებისგან, შემდეგ იქნება პირიქით. 

მარტი ყველანაირად კარგი იქნება, თებერვალთან შედარებით. კარგი ამბებით ყველას დაამახსოვრდება“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

როგორი იქნება მარტი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

♈ ვერძი

ერთადერთი ყურადღება გჭირდებათ ჯანმრთელობასთან, რადგან იმუნიტეტი დაბალია. არ გაცივდეთ. ფარული მტრები და ჭორები თქვენ ზურგს უკან მოქმედებენ. ამიტომ ეს აკონტროლეთ. შესაძლოა იყოს შეთქმულება თქვენ საწინააღმდეგოდ. ფინანსური და პირადი ურთიერთობების კუთხით ცხოვრება უმჯობესდება.

♉ კურო

ენერგოტონუსი იმატებს, უფრო აქტიური და ენერგიულები ხდებით. განწყობა უმჯობესდება, ემოციური ფონი სტაბილური. რეფორმების დროა. სიახლეები, ახალი მეთოდოლოგია, წარმატებული იქნება.

♊ ტყუპები

ჯანმრთელობას გაუფრთხილდით, შრომისუნარიანობა შედარებით დაბალია. არ გადაიღალოთ, რადგან პერიოდი კარგია. თუ გექნებათ შანსი აიმაღლოთ პროფესიული განათლება, ხელიდან არ გაუშვათ.

♋ კირჩხიბი

ენერგოტონუსი მაღალია. შარმიანი და მიმზიდველი ნიშანია. მგზავრობისთვის კარგი პერიოდია. მეტი კონტაქტი იქონიეთ უცხოელებთან. არნახულ შთაბეჭდილებებს მიიღებთ. თუ ხარ სპორტით ან იურიდიული საქმიანობით დაკავებული, მშვენიერი პერიოდია.

♌ ლომი

სამყარო გეუბნებათ ენას კბილი დააჭიროთ. გაქვთ იდეები,? -  არ გათქვათ. ჯანმრთელობას გაუფრთხილდით ძალიან ნუ გადაიღლებით. ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ.

♍ ქალწული

გეძლევათ საშუალება იქორწინოთ. კარგი დროა პარტნიორული თანამშრომლობისთვის. დიპლომატია გმართებთ, რაც პოპულარულს გაგხდით.

♎ სასწორი

დალაგებისა და მოწესრიგების დროა. კარგი პერიოდია აზრებისა და ურთიერთობებისთვის. ყველაფერი ლაგდება და წესრიგდება. გამოსწორდება ჯანმრთელობის პრობლემებიც. კარგი ურთიერთობა გექნებათ კოლეგებთან. პატივმოყვარეობა მოგემატებათ. იპოვით მფარველებს. არ იჩქაროთ ზედმეტად.

♏ მორიელი

სიყვარულის დრო გაქვთ. იფურჩქნებით. კარგი დროა ქორწინებისთვის და ოჯახთან ურთიერთობისთვის.  ყველგან ყურადღების ცენტრში ხვდებით. საუკეთესო დროა სიყვარულისთვის. ამიტომ პირად ურთიერთობებში თამამი ნაბიჯები გადადგით. კონკურსებსა და ლატარიებზე უარი არ თქვათ. ინტუიცია მძლავრია.

♐ მშვილდოსანი

ოპტიმისტები ხართ, მაგრამ სამყარო გეუბნებათ საიდუმლო დაიცვათ და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედოთ. მაშინ იქნება საკმაოდ კარგი პერიოდი, ოღონდ გადაღლის გარეშე. შეგიძლიათ ბევრი საყოფაცხოვრებო საკითხის მოგვარება.

♑ თხის რქა

ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანი ხართ. ენერგიულები და შრომისუნარიანები ხართ. მთავარია დაბნელებების დერეფანი დაასრულეთ. ამიტომ გამოცოცხლდებით. განწყობა უმჯობესდება და ოპტიმიზმი მატულობს. კარგი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობებისთვის.

♒ მერწყული

ენერგოტონუსი საყურადღებოა. შედარებით ადვილად იღლებით, ამიტომ ჯანმრთელობა საყურადღებოა. ძილის შემთხვევაში თქვენი ტვინი კარგად იმუშავებს. კარგი პერიოდია პირადი ურთიერთობებისთვის. წარმატებულია ბიზნესის სფერო

♓ თევზები

თვენი დროა. ახლა მზე თქვენ ზოდიაქოშია. საუკეთესო პერიოდია. მარტი თქვენია, ხალხი შეაწუხეთ. ახალი პროექტები, იმოგზაურეთ და ყურადღებას დაიმსახურებთ საზოგადოებაში.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შენს გვერდით აღმოჩნდებიან ის ადამიანები, ვინც ბედით არის განსაზღვრული...“ - რა გელოდება გაზაფხულზე: თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი

⭕„როცა მომინდება და სადაც მინდა წავალ, ჩვენი შრომითა და შემოსავლით ვცხოვრობთ...“ - სალომე ღვინაშვილი კრიტიკოსებს პასუხობს

⭕რამდენად მაღალია ატომის გამოყენების შანსი და რას ნიშნავს „ბოლო ჟამი“? - გიორგი ლობჯანიძე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე