რა გელოდება გაზაფხულზე? - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი აქვეყნებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა.
„თუ შენ ხარ ტყუპები, სასწორი, მერწყული, ვერძი, ლომი ან მშვილდოსანი:
შენს ცხოვრებაში იწყება ეტაპი, როცა შენს გვერდით აღმოჩნდებიან სწორედ ის ადამიანები, ვინც ბედით არის განსაზღვრული.
ისინი მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ შენს ცხოვრებაში და დიდხანს დარჩებიან შენს გვერდით.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე პირად ცხოვრებას, დიდი ალბათობით გელის შეხვედრა, რომელიც სწრაფად გადაიზრდება ღრმა და ნამდვილ კავშირში.
თუ შენს გულში უკვე არის ვინმე, მოემზადე ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად.
ერთობლივი მიზნები, მხარდაჭერა, სითბო და მოგზაურობები კიდევ უფრო დაგაახლოებთ.
შენი ცხოვრება ნელ-ნელა იწყებს სწორი ადამიანებით და სწორი მოვლენებით შევსებას.
თუ შენ ხარ კირჩხიბი, თევზები, მორიელი, თხის რქა, ქალწული ან კურო:
მომდევნო სამი თვის განმავლობაში შეიძლება, მოხდეს ისეთი მოვლენა, რომ „სუნთქვაც კი შეგეკრას“ მოულოდნელი მოწვევა, შეხვედრა ან ახალი ამბავი, რომელიც მოგიტანს შთაგონებას, სიხარულს და განცდას, რომ ბოლოს და ბოლოს შენ გაგიგეს.
ვიღაც წარსულიდან შეიძლება სხვა თვალით დაგიბრუნდეს. ვიღაც გადადგამს ნაბიჯს შენკენ.
და ერთ მომენტში მიხვდები:
ის, რასაც ასე დიდხანს ელოდებოდი, ნელ-ნელა იწყებს ახდენას.
თითქოს, თვითონ სამყარომ გადაწყვიტა, მოგცეს შანსი ბრძოლისა და შიშის გარეშე.
შენ გახდები პრიორიტეტი.
შენ შეგამჩნევენ.
შენთვის შეიცვლებიან“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სანამ ჩაის პაკეტს გამოიყენებთ დაფიქრდით“: რას ვსვამთ სინამდვილეში? - არუნ ხათრის გაფრთხილება