პიროვნული განვითარების ტრენერი ია ბერსენაძე სტუმრად გადაცემაში „ცოდნისმოყვარე პოდკასტი“ იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.
სპეციალისტის განმარტებით, ტრავმები ხშირად ადამიანში მშობლისგან მოდის. მისივე თქმით, დიდი გავლენა აქვს დედის ენერგიებს, რადგან ბავშვი თავდაპირველად დედის ორგანიზმში იმყოფება:
სხეულის რა ნაწილში ინახება ტრავმები?
ია ბერსენაძე: სხეული ინახავს ტრავმას მუდმივად და გადასცემს გენეტიკურად ამ ინფორმაციას. შიშები და წყენები არის მუცლის ზონა. ძალიან ფუნდამენტური. პირველადი შეგრძნებაა. შეიძლება იყოს მუცლად ყოფნის პერიოდი. პირდაპირ დედასთან არის კავშირში ეს ყველაფერი.
დედის და მამის ტრავმაზე მუშაობა:
ია ბერსენაძე: დედა მინიმუმ 9 თვით უსწრებს მამას. ამიტომ გამოდის პირველადი მშობელი. ეს არის მოცემულობა, რომელიც არასდროს არც ერთ მდგომარეობაში არ შეიცვლება. ამიტომ იქნება ან როგორც მზრუნველი ან დამსჯელი დედა.
მამა არის შემოჭრილი პიროვნება. ფსიქოლოგიაში. იგი არის მტრის ხატთან ასოცირებული. პირველი ვინც დაარღვია კომფორტული ზონა ეს არის მამა. არის ზრდასრულობის, გარე სამყაროს შემომტანი.
მისვლა დედასთან და მამასთან ნიშნავს როგორი დამოკიდებულება მაქვს დაცულობის განცდასთან. რამდენად დაცულად ვგრძნობ თავს. ბავშვი ვერ იქნება ზრდასრული. ჯერ ბავშვმა უნდა მოიპოვოს დაცულობა, შემდეგ ზრდასრულობა. მამას ვერ ცვლის დედა ან პირიქით. მაგრამ დედა მაინც პირველადი მშობელია. პირველი დედას ვეხებით თუ არ არის ეს შრე ძალიან დაფარული.
რა არის ადამიანის ჩრდილი
ია ბერსენაძე: ეს არის ჩვენი შინაგანი ქვეპიროვნებები. ზოგი არის გულადი, მამაცი ან მშიშარა. ჩრდილი ძალიან დიდი თემა არის. პირდაპირ გვაქვს ტექნიკა ჩრდილთან მისვლის. არის კულმინაციური მომენტი, რომელსაც ჰქვია - კიდე. ანუ უფსკრული. ჩრდილის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ფსიქოლოგიაში.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: