პუტინის „უკანონო შვილი“ სოციალური ქსელიდან გაქრა, წერს გამოცემა dailymail. ითვლება, რომ ლუიზა როზოვა პუტინისა და სვეტლანა კრივონოგიხის საერთო შვილია. 18 წლის გოგონამ ინსტაგრამზე პოსტების გამოქვეყნება 5 თვის წინ შეწყვიტა, მაგრამ მისი ექაუნთი მთლიანად წაიშალა მას შემდეგ, რაც ტროლებისგან უამრავი შეტყობინება მიიღო.
„ბუნკერში ზიხარ, როგორც ვირთხა?" - წერდნენ გოგონას.
შეტევის მთავარი მიზეზი კი რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ომის წამოწყებაა.
მის მიმართ უამრავი შეურაცხმყოფელი ფრაზა იწერებოდა, უწერდნენ კომენტარებში უკრაინის დროშის შესაბამის ემოციებს, ფრაზებს. ახლა მან თავისი Instagram-ექაუნთი წაშალა.
ლუიზა მულტიმილიონერის, 45 წლის სვეტლანა კრივონოგიხის ქალიშვილია, რომელიც ახლა მთავარი რუსული ბანკის მეწილე და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალია. როზოვამ, რომელსაც 84 000 მიმდევარი ჰყავდა, საჯარო პოსტების გამოქვეყნება ხუთი თვის წინ შეწყვიტა, რამაც ეჭვი გააჩინა, რომ პუტინი მის გაჩუმებას ცდილობდა - თუმცა, მისი ანგარიში სოციალურ სივრცეში მაინც ჩანდა. ახლა რუსულად წერია: „მომხმარებელი ვერ მოიძებნა.“
ამბობენ, რომ პუტინმა თავისი ოჯახის წევრები ციმბირის "მიწისქვეშა ქალაქში" მდიდრულ ბუნკერში გადამალა, რომელიც ბირთვული ომის შემთხვევაში, თავდასაცავადაა შექმნილი.
როზოვას სოციალურ ქსელში მკვლელის, ფსიქოპათის შვილს უწოდებდნენ. ეუბნებოდნენ, რომ მთელი ქვეყანა ამ დიქტატორის წინააღმდეგ უნდა გამოსულიყო. სხვათა შორის, პუტინი მას ოფიციალურად შვილად არ აღიარებს.„ბევრ უკრაინელს დაავიწყდა, რა არის ძილი და მით უმეტეს, საწოლში. ბევრმა მათგანმა შეიძლება ვერც გაიღვიძოს", „ადამიანები ვირთხებივით ღამეს სარდაფებში ატარებენ, რადგან ბომბები და რაკეტები ცვივა", „უთხარით ხალხს უკრაინის შესახებ სიმართლე", „ჩვენ გვინდა მშვიდად ვიცხოვროთ და მშვიდად დავიძინოთ ჩვენს საწოლებში, ვიცოდეთ, რომ დილით ჩვენი ნათესავები და მეგობრები ცოცხლები იქნებიან“ - უწერდნენ ფოტოებზე გაბრაზებული ადამიანები. ნაწილმა გოგონას დაცვა გადაწყვიტა და ამბობდნენ, რომ ის უდანაშაულო ბავშვი იყო და არაფრის შეცვლა შეეძლო.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება
🔵„ნუ ვეძებთ მიზეზებს იქ, სადაც საძებარი არ არის... ახლა არ არის კინკლაობის დრო“ - ჯემალ ბაღაშვილი