Digest Logo

ქალი, რომელმაც მსოფლიოში დედის დღე დააწესა, უშვილო გარდაიცვალა

1740843000
ქალი რომელმაც დედის დღე დააწესა

დედის დღე პირველად ამერიკაში მე-20 საუკუნის დასაწყისში, მშვიდობის აქტივისტის, ანა ჯარვისის ძალისხმევით დაწესდა.

მან კამპანია 1905 წლის 10 მაისიდან, საკუთარი დედის გარდაცვალების დღიდან დაიწყო და 1908 წელს მიაღწია იმას, რომ დედის დღე ოფიციალურ დღესასწაულად იქნა აღიარებული.

შემდგომში ანა ჯარვისი ამ დღის კომერციალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდა, რადგან მრავალმა კომპანიამ სერიოზული მოგება ნახა მისალოცი ბარათების, ყვავილების და სხვა საჩუქრების რეალიზაციით.

ანა ჯარვისი სასტიკად ბრაზობდა. ამბობდა, რომ დედის დღე უნდა ყოფილიყო ომში დაღუპული ჯარისკაცების დედების პატივის მისაგები და არა საჩუქრების ყიდვის დღე. მას უნდოდა, რომ ამ დღეს დედებს შვილებისგან ხელით ნაკეთი საჩუქრები და ხელნაწერი მისალოცი ბარათები მიეღოთ:

„ნაბეჭდი მისალოცი ბარათები იმის ნიშანია, რომ გეზარებათ მიწეროთ ქალს, რომელმაც ყველაზე დიდი რამ გაჩუქათ, ვიდრე მსოფლიოში სხვა ვინმემ. კონფეტები! ყიდულობთ მისთვის და მერე მთელ კოლოფს თავად მიირთმევთ!“ - ანა ჯარვისი

„დღე, რომლისთვისაც ამდენი ვიბრძოლე, კომპანიებმა საკუთარი მოგების წყაროდ გადააქციეს“, -ამბობდა ანა და აქციებით მოუწოდებდა, ბოიკოტი გამოეცხადებინათ სხვადასხვა კომპანიებისთვის. 1923 წელს ის დაპატიმრებულიც კი იყო მშვიდობის დარღვევისთვის.

ანა ჯარვისი 87 წლის ასაკში მარტოხელა და უშვილო გარდაიცვალა.

ჯარვისის დღესასწაული მალე სხვა ქვეყნებმაც დააწესეს და ახლა ის მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მაგარ კაცს შეიძლება რამდენიმე ქალიც ჰყავდეს, მაგრამ ამას ვერც ერთი ქალი ვერ წარმოიდგენს ვერასოდეს და ვერც ერთი ვერ დარჩება ნაეჭვიანები“ - ნუცა შანშიაშვილი ეჭვიანობაზე

⭕„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე

⭕რომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი