
მას შემდეგ, რაც UFC-ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ქართველი მებრძოლი ილია თოფურიასა და მისი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ ხმები დაირხა, მათდამი ყურადღება გაორმაგებულია. გულშემატკივრები ვარსკვლავური წყვილის შესაძლო დაშორებით დამწუხრებულები არიან და მათ შერიგების იმედი აქვთ.
ამჟამად ილია სამშობლოში, საქართველოში იმყოფება.
სოციალურ ქსელში მისი ადრინდელი ინტერვიუდან ამონარიდი გავრცელდა, სადაც იგი მარცხის შესახებ საუბრობს:
მისი თქმით, წაგება ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით ურთიერთობებში და ოჯახის წევრებთან.
„ყველანი ვაგებთ ცხოვრებაში, საერთოდ ყველანი. ურთიერთობებში, ოჯახის წევრებში, ყოველთვის ვერ მოიგებ.
წაგება ჩვეულებრივი ბუნებრივი მომენტია, ამაში ცუდი არაფერი არ არის. ჩემთვის ბევრად უფრო ცუდია ისეთი ადამიანების ნახვა, რომლებიც გულწრფელად მარცხდებიან. ადამიანი რამე ეცადო და დამარცხდე ამაში ცუდი არაფერი არ არის.
ყოველთვის ვცდილობ, ვიფიქრო პოზიტიურად თუ ცუდი არის მოსახდენი ის ისედაც მოხდება, შეგიძლია იმაშიც ნახო პოზიტიური.
დაბლა დავარდნილ ილია თოფურიას ვერავინ ვერ ნახავს, რადგან ვშრომობ და ვიცი, რომ თ წავაგე ეს იმიტომ არ იქნება, რომ არ ვიშრომე“, - ამბობს ილია თოფურია.
ცნობისთვის, ილია თოფურია 2024 წლის თებერვალში გახდა UFC-ის ქვემსუბუქი წონის (65 კგ) ჩემპიონი, როცა დაუპირისპირდა და დაამარცხა ალექსანდრ ვოლკანოვსკი. მოგვიანებით, იმავე წლის ოქტომბერში, ილიამ წარმატებით დაიცვა ტიტული მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ.
მებრძოლის თქმით, წონის კლების პროცესი მისთვის გართულდა, რის გამოც გადაწყვიტა მსუბუქ დივიზიონში გადასვლა. იქაც დაამტკიცა საკუთარი უძლევლობა - დაამარცხა ჩარლზ ოლივეირა და გახდა UFC-ის მსუბუქი წონის (70 კგ) ჩემპიონი.
ილიას დაბრუნება საქართველოში გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ფაქტია. სპორტსმენს აეროპორტში არაერთი გულშემატკივარი დახვდა.
თოფურია ამ დროისთვის ისტორიაში პირველ ქართველ მებრძოლად რჩება, რომელმაც UFC-ის ორი სხვადასხვა წონითი კატეგორიის ტიტული მოიპოვა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ქავილის მიზეზები - რა დაავადება შეიძლება იმალებოდეს გაღიზიანებული კანის მიღმა? ზაზა თელიას რჩევები