Digest Logo

🎥 რა იცვლება ქალის ცხოვრებაში დედობის შემდეგ? - მარინა კაჭარავას განმარტება

1768557438
მარინა კაჭარავა

დედობა ის ეტაპია, რომლის შემდეგაც ქალის ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა - დედობამდე და დედობის შემდეგ. როგორც ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს, დედობის შემდეგ ქალი აღარასოდეს არის ისეთი, როგორიც იყო მანამდე, თუმცა ეს ცვლილება საუკეთესოა, რაც შეიძლება მას დაემართოს.

დედა მეტაფორულად მზეს ჰგავს - სითბოსა და სინათლის წყაროს, ხოლო ოჯახში დედის, მამისა და ბავშვის ერთიანობა ქმნის სიყვარულსა და დაცულობაზე დაფუძნებულ გარემოს.

ამავდროულად, დედობას შეიძლება თან ახლდეს შფოთვა და შინაგანი კრიზისები, რაც ბუნებრივი ნაწილია ამ გარდამტეხი პროცესისა. ამ თემებზე ფსიქოლოგი, მარინა კაჭარავა დეტალურად საუბრობს:

„ამ ნიშნით შეიძლება გავყოთ, ქალის ცხოვრება დედობამდე და დედობის შემდეგ. იმიტომ, რომ ისეთი აღარასოდეს იქნება, როგორიც იყო დედობამდე. ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ვთქვა. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ცხოვრება იწყება ვიღაცისთვის. ისედაც სასურველია, რომ ეს იყოს სიყვარულით შექმნილ ოჯახში გაჩენილი ბავშვი, როდესაც იქმნება გარკვეული სამკუთხედი - დედა, მამა და ბავშვი. ქალის თვალებში არის სხივი, სითბო.

მეტაფორულად, დედა არის მზე. სადაც დედა არ არის, იქ შუქიც ჩამქრალია. დედა არის მიზიდულობა, სითბო, ზრუნვა, სიყვარული. რა თქმა უნდა, მამას უდიდესი ფუნქცია აქვს, სწორედ უსაფრთხოების დაცულობის. არსებობს რაღაც გართულებები და ეს ალბათ ცალკე საუბრის თემაა, პოსტსამშობიარო გართულებები. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის FOMO (Fear Of Missing Out). დღეს საკმაოდ ბევრს ლაპარაკობენ ამაზე, ანუ ეშინია ქალს, რომ რაღაც გამოტოვა იმ დროს, როცა იყო ფეხმძიმედ და მაშინ როდესაც ბავშვთან ზის, გარეთ რაღაც ხდება ისეთი, რომელთანაც აღარ აქვს წვდომა.

ამის გამო, შესაძლებელია ჰქონდეს მსუბუქი შფოთვა. ეს აუცილებლად გადასალახია, იმიტომ რომ ეს არის მოცემულობა, რომელსაც ადამიანი ვერ ცვლის და ყველაზე დიდი ბედნიერება ის სწორედ ის, რაც ხდება თვითონ ამ ადამიანის ცხოვრებაში. რომ გაჩნდა პატარა ადამიანი, სრულყოფილი პიროვნება, რომელსაც იმთავითვე სჭირდება პატივისცემა, ზრუნვა, მოვლა და თავიდანვე სჭირდება მას, რომ მშობელმა განიხილოს ის, როგორც პიროვნება.

თვითონ მშობიარობა არის პირველი კრიზისი ადამიანისთვის, იმიტომ, რომ მუცელში ყოფნა სამოთხეა ბავშვისთვის, იქ არის უზრუნველი და მას შემდეგ რაც იბადება, მისთვის იწყება ახალი ცხოვრება“,- ამბობს ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არსებობს სიყვარულის გამოხატვის 5 ენა...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი

⭕„უმშვენიერესი“ - შორენა ბეგაშვილი ტაილანდში მოგზაურობას აგრძელებს

⭕„საოცრად გამოიყურები“ - მაკა ზამბახიძის უახლესი ფოტოები და გამომწერების კომპლიმენტები