Digest Logo

რა ჯილდოები აქვს მიღებული ილია მეორეს

1773928489
ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პატრიარქს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.

გთავაზობთ სტატიას, სადაც ილია მეორის ჯილდოებია წარმოდგენილი 👇 

1972 წელს დაჯილდოვდა მოციქულთასწორი წმიდა ნინოს ორდენით;

1977 წელს — წმიდა მოწამე გიორგის გამარჯვების ორდენით;

1977 წელს — წმიდა იოანეს I ხარისხის ორდენით;

1997 წელს — დავით აღმაშენებლის ორდენით;

2000 წელს — „წმიდა აკლდამის რაინდთა წმიდა ჯვრის“ ორდენით (იერუსალიმი, ისრაელი).

2001 წლის 22 იანვარს — საქართველოს ეკლესიის ჯილდოთი, წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით;

2002 წელს — თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭა;

2007 წელს გადაეცა ეკლესიის უმაღლესი ჯილდო — „უფლის კვართის ორდენი“;

2010 წელს — „ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი“;

2010 წლის 29 დეკემბერს — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ოქროს მედალი;

2013 წლის იანვარს — კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს გადაწყვეტილებით რელიგიებსა და ერებს შორის შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა შეიხ ისლამის ორდენით;

2013 წლის 23 იანვარს — „მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ფონდის“ პრემიით:
„განსაკუთრებული დამსახურებისთვის მართლმადიდებელ ხალხთა და ეკლესიათა შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში“;

2013 წლის 19 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება;

2013 წლის 21 ნოემბერს — სამართლიანობის უმაღლესი ორდენი.

2016 წელს - სარატოვის ოლქის საზოგადოებრივმა საბჭომ დააჯილდოვა „საგანმანათლებლო მოღვაწეობისთვის“ მრავალი წლის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო

პატრიარქი ილია II აგრეთვე დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის საპატრიარქოების; პოლონეთის ჩეხოსლოვაკიისა და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოებით

ილია II 1978-1983 წლებში იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს არჩეულ იქნა კრეტის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრად. ამავე წელს აირჩიეს გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შეუძლებელია, ადამიანში ყველაფერი მოგწონდეს...“ - რატომ ვთხოვთ ადამიანებს, იყვნენ ჩვენთვის ყველაფერი?

⭕პატრიარქის ნათლულები დღეს ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობას აწყობენ

🎥 „ერთი და იმავე დღეს დამძიმდნენ უწმინდესი და მამა… ორივეს ერთნაირი პრობლემა შეექმნა და ბოლოს, ერთი და იმავე დღეს გარდაიცვალნენ…“ - რას წერს ლევან კბილაშვილის და, სალომე კბილაშვილი