
რომის პაპი ფრანცისკე, რომის კათოლიკური ეკლესიის 12-წლიანი წინამძღოლობის შემდეგ, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პაპის გარდაცვალებამ გზა გაუხსნა ახალი პაპის არჩევნის მრავალსაუკუნოვან პროცესს.
რომის პაპი კათოლიკური ეკლესიის მეთაურია. რომის კათოლიკური ეკლესიის წევრები მიიჩნევენ, რომ პაპი პირდაპირ წარმოადგენს იესო ქრისტეს დედამიწაზე. იგი ითვლება ქრისტეს პირველმოციქულთაგან ერთ-ერთის, წმინდა პეტრეც ცოცხალ მემკვიდრედ.
ეს აძლევს მას სრულ და შეუფერხებელ ძალაუფლებას მთელ კათოლიკურ ეკლესიაზე და და განამტკიცებს მის ავტორიტეტს მსოფლიოს დაახლოებით 1.4 მილიარდი კათოლიკესთვის.
მთელ მსოფლიოში ქრისტიანთა დაახლოებით ნახევარი რომის კათოლიკური ეკლესიის წევრია. სხვა კონფესიები, მათ შორის პროტესტანტები და მართლმადიდებლები, არ ცნობენ პაპის ავტორიტეტს.
რომის პაპი ცხოვრობს ვატიკანში, მსოფლიოში ყველაზე პატარა დამოუკიდებელ სახელმწიფოში. მას გარს აკრავს იტალიის დედაქალაქი რომი.
რომის პაპი ხელფასს არ იღებს, მაგრამ მისი მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს ვატიკანი იხდის.
რა ხდება, როდესაც პაპი გარდაიცვლება?
პაპის დაკრძალვა ტრადიციულად რთული პროცედურა იყო, თუმცა რომის პაპმა ფრანცისკემ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა ახალი გეგმა, რათა პროცედურა მეტად გაემარტივებინა.
აწ განსვენებულმა პაპმა გააქუმა სამმაგი კუბოს გამოყენების ტრადიცია. წინა პაპებს სამ კუბოში კრძალავდნენ, რომელიც კიპარისის, თუთიისა და მუხისგან მზადდებოდა. რომის პაპმა ფრანცისკემ აირჩია უბრალო ხის კუბო, რომელიც დაფარული იქნება თუთიით.
მან ასევე გააუქმა პაპის ცხედრის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შემაღლებულ პლატფორმაზე დასვენების ტრადიცია. თუმცა მორწმუნეებს მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ პაპის კუბოს თავმოხდილ მდგომარეობაში მიაგონ პატივი.
ფრანცისკე იქნება პირველი პაპი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის მიღმა დაკრძალავენ.
რომის პაპს რომის ოთხი ძირითადი პაპის ბაზილიკიდან ერთ-ერთში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.
ბაზილიკა არის ეკლესია, რომელსაც ვატიკანი განსაკუთრებული მნიშვნელობასა და პრივილეგიებს ანიჭებს. მთავარ ბაზილიკებს განსაკუთრებული კავშირი აქვთ პაპთან.
ვინ ირჩევს ახალ პაპს?
რომის კათოლიკური ეკლესიის ახალი პაპი უნდა აირჩიონ ეკლესის ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირებმა, რომელიც ცნობილია, როგორც კარდინალთა კოლეგია.
კარდინალთა კოლეგიის წევრები უშუალოდ პაპის მიერ არიან არჩეულნი და ხელდასხმულნი როგორც ეპისკოპოსები.
ამჟამად, ეკლესიაში 252 კარდინალია, რომელთაგან 138-ს აქვს ახალი პაპის არჩევის უფლება. დანარჩენები 80 წელს არიან გადაცილებულნი, რაც ნიშნავს, რომ რომ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, თუმცა შეუძლიათ ჩაერთონ დებატებში, თუ ვინ უნდა შეირჩეს.
როგორ ირჩევენ პაპს და რა არის კონკლავი?
როდესაც პაპი კვდება (ან გადადგება, როგორც პაპ ბენედიქტ XVI-ის იშვიათ შემთხვევაში 2013 წელს), კარდინალებს იწვევენ ვატიკანში შეხვედრაზე, რასაც მოჰყვება კონკლავი, რომელიც ცნობილია როგორც არჩევნები.
კონკლავი ინსტიტუციის ხელმძღვანელის არჩევის ყველაზე ძველ მეთოდს წარმოადგენს, იმ მეთოდთა შორის რომელიც დღესაც გამოიყენება. კონკლავის ტრადიცია სათავეს იღებს 1274 წლიდან.
პაპის გარდაცვალებამდე და მისი მემკვიდრის არჩევამდე პერიოდში ეკლესიას კარდინალთა კოლეგია მართავს.
1878 წლის შემდეგ, ყველა კონკლავი ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში შედგა.
თითოეული კარდინალი ხმას აძლევს მისთვის სასურველ კანდიდატს, ვიდრე გამარჯვებული არ გამოვლინდება. პროცესს შეიძლება რამდენიმე დღე ან კვირაც დასჭირდეს. წინა საუკუნეებში ხმის მიცემა გრძელდებოდა კვირების ან თვეების განმავლობაში.
კონკლავის მიმდინარეობისას მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს თვალყურს სიქსტეს კაპელადან ამომავალ კვამლს, რომელიც დღეში ორჯერ ამოდის საკვამურიდან. შავი კვამლი გულისხმობს იმას, რომ კონკლავმა პაპი ვერ აირჩია. თეთრი კვამლის შემთხვევაში ცნობილია, რომ კათოლიკურ ეკლესიას უკვე ჰყავს ახალი მეთაური.
როგორ ქვეყნდება გადაწყვეტილება ახალი პაპის არჩევის შესახებ?
მას შემდეგ, რაც თეთრი კვამლი ამოვა საკვამურიდან, დაახლოებით ერთ საათში, ახალი პაპი გამოდის აივანზე, რომელიც წმინდა პეტრეს მოედანს გადაჰყურებს.
კონკლავის მონაწილე უფროსი კარდინალი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს სიტყვებით „Habemus Papam“ - ლათინური „ჩვენ გვყავს პაპი“.
შემდეგ კარდინალი წარადგენს ახალ პაპს მის მიერ შერჩეული ახალი სახელით ან თავისივე სახლით. მაგალითისთვის, აწ განსვენებული პაპი ფრანცისკე კარდინალობისას თავის დაბადების სახელს, ხორხე მარიო ბერგოლიოს სახელს ატარებდა, თუმცა პაპად არჩევისას მან ახალი სახელი, წმინდა ფრანცისკე ასიზელის პატივსაცემად აირჩია.
ვინ შეიძლება გახდეს პაპი?
თეორიულად, ნებისმიერი კათოლიკე კაცი, რომელიც მონათლულია, შესაძლოა პოტენციურად პაპი გახდეს. თუმცა, პრაქტიკაში კარდინალები ირჩევენ ერთ-ერთს თავიანთი რიგებიდან.
როდესაც 2013 წელს, წინა კონკლავზე არგენტინაში დაბადებული ფრანცისკე პაპად აირჩიეს, ის გახდა პირველი პაპი სამხრეთამერიკული რეგიონიდან. ტრადიციულად, კარდინალები ყველაზე ხშირად ევროპელს, განსაკუთრებით კი იტალიელს ირჩევენ პაპად. დღემდე არჩეული 266 პაპიდან 217 იყო იტალიიდან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავში“ დაბრუნდა – რა კადრებს აქვეყნებს მომღერალი
⭕ „მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი