Digest Logo

რა უნდა მიირთვათ საუზმეზე, რომ წონაში დაიკლოთ - დღის სწორი დასაწყისი ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად

1707926467
მალფუჭებადი საკვები

საუზმე - ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა, რომელიც დღის რეჟიმზე მთლიანად ახდენს გავლენას. მაგალითად, თუ დილით ტკბილეულს შევჭამთ, სწრაფად მოგვშივდება. თუმცა, დაბალანსებულმა საუზმემ შესაძლოა წონაში კლებაც კი გამოიწვიოს.

დიეტოლოგები და ნუტრიციოლოგები გვირჩევენ, რომ ბუნებრივ შიმშილის გრძნობას ვენდოთ. თუ გაღვიძების შემდეგ ბევრის ჭამა არ შეგიძლიათ, თავს ძალას ნუ დაატანთ. უბრალოდ, პირველი კვება გადადეთ იმ დროისათვის, როცა თქვენს ორგანიზმს მოშივდება.

როგორ გვეხმარება საუზმე წონის კლებაში?

ლიუბეკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დილით კარგად, დაბალანსებულად საუზმობის შემთხვევაში, დღის განმავლობაში უფრო მეტ კალორიას დაწვავთ და მეტი ენერგია გექნებათ. გარდა ამისა, 12 საათამდე თუ ივარჯიშებთ, წონაში კლებისას გაცილებით კარგ შედეგს ნახავთ. უმჯობესია, თუ დილით ვარჯიშამდე არაფერს შეჭამთ. ვარჯიშის შემდეგ კი ყველაზე მსუყე საუზმეც კი წონის კლებას ხელს შეუწყობს.

იმისათვის, რომ დღის განმავლობაში არ მოგშივდეთ, საჭიროა, დილით ტკბილეულის რაოდენობა შეამციროთ. იკვებოთ ერთხელ და აღარ განაგრძოთ წახემსებები. კვებებს შორის რაც უფრო მეტი დრო გავა, უკეთესია.

რა შევჭამოთ, რომ გავხდეთ?

ჯანსაღი კვება ეფექტური არა მხოლოდ ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლადაა, არამედ ორგანიზმის ენერგიით მოსამარაგებლად. კვების მოდელის მიხედვით, ყველაზე მეტ საჭმელს დილით მიიღებთ, დღის განმავლობაში საშუალო, ხოლო საღამოს მცირე ულუფას. ასეთი გრაფიკი ორგანიზმს მონელების საშუალებას და ბუნებრივი კალორიული დეფიციტის შექმნაში დაეხმარება.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ წონაში კლება გსურთ!

1. დღის განმავლობაში ყოველი მომდევნო კვების ულუფა შეამცირეთ.

2. საუზმეზე ბოჭკოვანი საკვების გარდა, გამოიყენეთ ახალი ხილი და ბოსტნეული.

3. რაციონში ჩართეთ პური, რომელიც მთელი მარცვლისგან მიღებული ფქვილითაა გამომცხვარი ან შვრიის ფაფა. ჯანსაღი ნახშირწყლები ორგანიზმს საკმარის ენერგიას სძენს.

4. ცილა დაგეხმარებათ, რომ დიდხანს გქონდეთ სიმხნევე რეგულარული ვარჯიშის დროს. თუ სპორტით ხართ დაკავებულები, კვების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ცილა.

ამ წესებს თუ გამოვიყენებთ, იდეალური საუზმე ასე გამოიყურება: იოგურტი ხილით და შვრიის ფაფა, მთლიანი მარცვლისგან დამზადებული პური, ავოკადოსთან ერთად, კვერცხი ან ომლეტი ბოსტნეულითა და ტოსტით.

სინამდვილეში, ნებისმიერი დიეტის მიზანი ჭამის შემცირება კი არა, რაციონის ცვლილებაა. კვების გამოტოვება არ შეიძლება. მაგალითად, თუ მსუყედ ისაუზმებთ და მერე მთელი დღე აღარაფერს შეჭამთ, ვერ გახდებით. საუბარია რაციონისთვის სწორი პროდუქტების შერჩევაზე. შესაძლოა, სწორი კვება ინტერვალურ შიმშილსაც შეუთავსოთ და ორგანიზმს კიდევ უფრო მეტი დრო მისცეთ საჭმლის მონელებისთვის, რაც წონის კლებაში დაგეხმარებათ.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ექიმების რჩეული ტოპ 3 პროდუქტი, რომელიც მუცლის ცხიმის დაწვაში დაგეხმარებათ

„შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი ტკივილის ატანაც კი შემიძლია, მამაკაცსაც რომ გაუჭირდება“ - ნინო ბაშარულის გულახდილი ინტერვიუ

ეს ადამიანები ერთმანეთისათვის არიან შექმნილნი - ზოდიაქოს 13 წყვილი, რომლებიც ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ და ხანგრძლივ და მყარ ურთიერთობას ქმნიან

წყარო: www.beaumonde.ge